GE

პროფესიული უნარებისა და ისტ-ის შედეგები და შეფასების სქემები – მასწავლებელთა გამოცდები 2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 18 აგვისტოს, პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოდან და 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გამოსაცდელს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალების შეფასება. სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მოხდება ქულათა გათანაბრება. ტესტების ვარიანტების სირთულეების გათანაბრებისა და სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია, ქულა შეიცვალოს.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური