GE

ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება 7 სკოლაში კი მათი რაოდენობა ხუთზე ნაკლებია

ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია არ დაფიქსირებულა. ონლაინ რეგისტრაცია 3 ივლისს დასრულდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლაში პირველკლასელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.

“ქარელის მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლიდან ორ სკოლაში – ავლევსა და გვერძინეთში, წელს არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. ამასთან, შვიდ სკოლაში – ხეობის, ბრეძის, ქვემო ხვედურეთის, აბანოს, ატოცის, თამარაშენისა და კნოლევის საჯარო სკოლებში – პირველკლასელთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია”, – აცხადებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებში წელს საერთო ჯამში 402 პირველკლასელი დარეგისტრირდა. პირველკლასელთა რაოდენობით ლიდერობს ქვენატკოცის საჯარო სკოლა.

წყარო: “ქართლის ამბები”, 9 ივლისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური