ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით

ქართული ენა და ლიტერატურა 2025 წლის აბიტურიენტებისთვის სავალდებულო საგანია და პირველ გამოცდასაც სწორედ ქართულში ჩააბარებენ. ლიტერატურა კი ერთ-ერთი არჩევითი საგანია, რომელსაც აბიტურიენტების ერთი ნაწილი აბარებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულია რა მოთხოვნები აქვს ტესტს გამოსაცდელისადმი და რა ცოდნას შეამოწმებს ქართულის ტესტებში მოსული დავალებები:
რა მოეთხოვება აბიტურიენტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
– დასმული პრობლემის გააზრება და ანალიზი;
– არგუმენტების ლოგიკურად, დამაჯერებლად ჩამოყალიბება და შესაბამისი მაგალითებით გამყარება;
– ლიტერატურული ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) ანალიზი;
– ლიტერატურული ტექსტისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენა;
– მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომსახველობითი საშუალებების სწორად აღქმა და გააზრება;
– ენის გამომსახველობით საშუალებათა (როგორც ლექსიკურის, ისე გრამატიკულის) ადეკვატური გამოყენება.
რა მოწმდება ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტით:
– ტექსტის რედაქტირების უნარი;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული და არასაპროგრამო მხატვრული ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარი;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი;
– ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი;
– დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
– წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით. 2. ლიტერატურა აბიტურიენტს მოეთხოვება:
– ნაწარმოების თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგებისა თუ მონოლოგების, მხატვრული სახეების, სიტუაციის, კოლიზიის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატური გააზრება;
– ლიტერატურული ტექსტის ცალკეულ კომპონენტთა და სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარება; მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი ანალიზი;
– მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომსახველობითი საშუალებების სწორად აღქმა და გააზრება;
– ლიტერატურული ტექსტისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენა;
– ტექსტში აღწერილ მოვლენათა ისტორიული კონტექსტის გააზრება;
– ტექსტებში აღწერილი რეალიების, ტოპონიმების (გეოგრაფიულ ადგილთა სახელების) ცოდნა;
– საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებულ მწერალთა ბიოგრაფიების ძირითადი მომენტების ცოდნა.
რა მოწმდება ლიტერატურის საგამოცდო ტესტით:
– საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ნაწარმოებთა სიუჟეტების (მოვლენების, ფაქტებისა და მათი თანამიმდევრობის) ცოდნა;
– პერსონაჟების შესახებ ტექსტში მოცემული ინფორმაციის (პორტრეტი, თავგადასავალი, ავტორისეული დახასიათება და სხვ.) ცოდნა;
– სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების მიგნებისა და შედარებითი ანალიზის უნარი;
– ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი;
– დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
– წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
2025 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს იწყება – განრიგი და პროცედურები ყველა აპლიკანტისათვის by ARIS.GE-განათლება
-
„ა, კიდო შეგვაქანა!“ – აბიტურიენტების რეაქციები გამოცდების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე