GE

ქართული უნივერსიტეტი 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს

ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება მობილობა 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის. 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტში გამოყოფილია შემდეგი ვაკანტური ადგილები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი – 15 ადგილი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები – 8 ადგილი;
  • ინგლისური ფილოლოგია – 5 ადგილი;
  • ისტორია – 4 ადგილი;
  • ფილოლოგია – 3 ადგილი
  • ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ფინანსები და საბანკო საქმე – 3 ადგილი;
  • მენეჯმენტი – 3 ადგილი;
  • ტურიზმის ბიზნესი – 3 ადგილი;
  • ეკონომიკა – 3 ადგილი;
  • ფსიქოლოგია – 4 ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება – 3 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – 3 ადგილი;
  • ეკონომიკა – 3 ადგილი;
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 3 ადგილი;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 2 ადგილი.

2018 – 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2018 წლის 22 – 24 აგვისტო;
  • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2018 წლის 23 აგვისტო – 4 სექტემბერი;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2018 წლის 27 აგვისტო – 7 სექტემბერი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 2018 წლის 10 – 11 სექტემბერი.

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  1. განცხადება (ივსება ადგილზე);
  2. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
  6. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  7. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
  8. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური