GE

ქართულის გამოცდაზე რამდენიმე წუთით დაგვიანებული აბიტურიენტები ტესტირებაზე ვერ დაუშვეს – მიზეზი საცობი და ტაქსია

განახლებულია

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ.

გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა.

ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა.

გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ.

175-ე სკოლაში დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდა ქართულის გამოცდის მეორე სესიაზეც. აბიტურიენტის განცხადებით, ტაქსმა რუკაზე 175-ე სკოლა მიუთითა და რუკამ ის საბურთალოს მიმართულებით წაიყვანა.

“რომ ვუთხარი მძღოლს მუხიანის საგამოცდო ცენტრში მოვდიოდი, მითხრა, რომ არა, საბურთალოზეა 175-ე სკოლა, ამას მაჩვენებს რუკაო. კი შევიცვალეთ შშემდდეგ კურსი, მაგრამ რამდენიმე წუთი სწორედ ამის გამო დამაგვიანდა. გამოდის ორი 175-ე სკოლა გვქონია თბილისში – უთხრა ნიკამ EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს.

“ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური