GE

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში კორონავირუსი მასწავლებლებს დაუდასტურდათ, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს 1 ივნისს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა ვირუსი სამ მასწავლებელს დაუდასტურდა.

„ვირუსი ერთდროულად სამ მასწავლებელს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამ დრომდე ვირუსის შემთხვევები ბავშვებში არ დადასტურებულა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით კორონავიირუსის გავრცელების გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ქუთაისი 29-ე და მე-7 ბაგა -ბაღებში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 29 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში.

„კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი”, – აცხადებს განათლების სამინისტრო.

ჟუკა ბანძელაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური