ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი თემურ მურღულია იქნება – საუნივერსიტეტო ქალაქს „ქართუ ჯგუფი“ აფინანსებს
ქუთაისში აშენებული საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას მართვის ორგანოების არჩევამდე განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეასრულებს. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ კომპლექსის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს კომპლექსის საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის/აკრედიტაციის გასავლელად, წარმოადგენს კომპლექსს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს კომპლექსის სახელით. ამ და სხვა საქმიანობების შესახებ იხილეთ დოკუმენტი:
თეიმურაზ მურღულიას მოვალეობები დაწვრილებით
როგორც ცნობილია, ქუთაისში გეოლოგიური სამუშაოები უკვე დასრულდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობა კი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, სამუშაოების დაწყება კი, ივლისშია დაგეგმილი. განათლების მინისტრის თქმით, დაწესებულება პირველ სტუდენტს 2019 წელს მიიღებს.
“ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის აშენებას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს და მისი ინვესტიციის მოცულობა 500 მილიონი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის კანცელარიაში, სადაც განათლების სამინისტროსა და “ქართუ ჯგუფს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისა და უნივერსიტეტის აშენებაში ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
გარდა ამისა, დღესვე ხელი მოეწერა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპლექსის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს.
“განაშენიანების დებულების გეგმის, რომელიც ფინანსირებული იყო “ქართუ ჯგუფის” მიერ, პირველი ეტაპი ორწლიან პერსპექტივაში განხორციელდება და მოიცავს ერთ საუნივერსიტეტო კორპუსს, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობას. პირველ ეტაპზე 2-3 ათას სტუდენტამდე მივიღებთ, ჯამურად, უნივერსიტეტის ტევადოდა, 50 ათასიდან 60 ათას სტუდენტამდე იქნება”, – აცხადებდა “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელი ვახტანგ ცაგარელი.
სხვა სამუშაოებთან ერთად ადგილზე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონა, რისთვისაც უნდა განაშენიანდეს ტყე. ასევე საჭიროა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
სამწლიანი ბაკალავრიატისა და ერთწლიანი მაგისტრატურის შესახებ – გაიწერა, რა პრინციპით უნდა ააგონ პროგრამები უნივერსიტეტებმა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება – სიახლე ტესტირების მონაწილეებისთვის
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
ცნობილია, ვისი დიპლომი გათანაბრდება მაგისტრის ხარისხთან და რა უნდა იცოდნენ უმაღლესში 2010 წლამდე ჩარიცხულებმა
by ARIS.GE-განათლება