GE

ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა 100%–იანი გრანტის მფლობელ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

ქუთაისის უნივერსიტეტი 100%–იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნას გეგმავს.

უნივერსიტეტის ცნობით, 100–ლარიანი სტიპენდია დაენიშნება ყველა იმ აბიტურიენტს, რომელიც 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%–იან გრანტს მოიპოვებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ცოდნა, ცოდნა კი შრომით მიიღწევა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ბევრად მეტს, ვიდრე უფასო ფაკულტეტია!
ჩვენ ვაფასებთ ცოდნას და მონდომებას, ამიტომ აბიტურიენტი რომელიც ჩაირიცხება ქუთაისის უნივერსიტეტში 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტით უფასო სწავლასთან ერთად ის მიიღებს უნივერისტეტიდან სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.
ქუთაისის უნივერსიტეტი – შენი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ !”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

საბაკალავრო პროგრამები:

ეკონომიკა – 0190101
ტურიზმის მენეჯმენტი – 0190102
ბიზნესის ადმინისტრირება – 0190103

ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის შიდა საგრანტო კონკურსს აცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური