GE

ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის შიდა საგრანტო კონკურსს აცხადებს

29-30 აპრილს ქუთაისის უნივერსიტეტში (019) გაიმართება შიდა საგრანტო კონკურსი, რომელიც შანსს აძლევს 3 აბიტურიენტს მიღწეული შედეგის შესაბამისად მიიღოს 100% და 50% გრანტი 4 წლის განმავლობაში.

  • I ადგილზე გასული – სრულად თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისაგან.
  • II-III ადგილზე გასული – თავისუფლდება სწავლის საფასურის გადასახადის ნახევრიდან.

თუ კონკურსის გამარჯვებული იმავდროულად მოიპოვებს სახელმწიფო სასწავლო გრანტს, უნივერსიტეტის მიერ დაწესებული გრანტი შეუნარჩუნდებათ სტიპენდიის სახით!

შიდა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 აპრილი. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ მითითებულ ბმულზე.

საბაკალავრო პროგრამები:
ეკონომიკა – 0190101
ტურიზმის მენეჯმენტი – 0190102
ბიზნესის ადმინისტრირება – 0190103

ქუთაისის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური