ქუთაისში კორონავირუსის გამოვლენის მიზეზით 4 საბავშვო ბაღი დაიხურა
ქუთაისში, COVID-19-ის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-13, მე-7, 36-ე და 1-ელ ბაგა-ბაღებში.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს განუცხადა, კორონავირუსის დაფიქსირების მიზეზით, ასევე სწავლა შეწყდა მე-17 და მე-11 ბაღის რამდენიმე ჯგუფში.
ქუთაისში სულ 7 800 აღსაზრდელი ირიცხება. ქალაქში ბაგა-ბაღების 37 ფილიალი ფუნქციონირებს.
სასწავლო პროცესი სააღმზრდელო დაწესებულებებში 4-ოქტომბრიდან განახლდა.
ცნობისთვის, საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცის შესახებ გადაწყვეტილება გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო და მისი თანახმად, ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების შემთხვევაში გაიცემა.
ასევე იხილეთ:
ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19