GE

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ახალ წელს 1-ელ იანვარს არ აღნიშნავენ

ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია. მას მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ თუმცა სხვადასხვა დროს. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი პლანეტის შორეულ კუთხეებში ახალი წელი 1 იანვარს არ დგება. ამ დღეს ტრადიციულად ბელარუსში, უკრაინაში, ყაზახეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. ყველა ქვეყანას თავისი ისტორია და ჩვეულებები აქვს. ჩვენ მოვაგროვეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც ახალ წელს მთელ მსოფლიოსთან ერთად არ აღნიშნავენ.

ჩინეთი

აქ ახალი წელი თებერვალში დგება და ის გაზაფხულის დღესასწაულად ითვლება. მის დადგომას მთვარის ფაზების მიხედვით განსაზღვრავენ. ყოველი წელი 12-დან ერთ ცხოველს ეძღვნება. აქ ახალი წლის დადგომას ორი კვირის განმავლობაში ზეიმობენ. დღესასწაული ხმაურიანი ფესტივალების, ფოიერვერკებისა და წითელი ლამპოიონების თანხლებით იმართება. ჩინელებს სწამთ, რომ ამგვარად ისინი ავ სულებს შეაშინებენ და იღბალს მოიზიდავენ.

საუდის არაბეთი

ისლამურ ქვენებში, სადაც წელთაღრიცხვა ჰიჯრადან (მაჰმადიანური ტრადიციის მიხედვით, მუჰამადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) გადასახლება მექიდან მედინაში 622 წლის 24 სექტემბერს) იწყება, ახალი წელი მუჰარამის თვის პირველ დღეს დგება. ეს თარიღი მოძრავია და ყოველ წელს 11 დღით ინაცვლებს. ამიტომ აქ ახალი წლის დადგომის განსაზღვრული თარიღი არ არსებობს. თუმცა ეს არავის ადარდებს, ვინაიდან მუსულმანური ქვეყნების უმრავლესობაში ახალი წლის დადგომის აღნიშვნა სასტიკად აკრძალულია.

ისრაელი

ისრაელშიც ახალი წელი განსხვავებულ დროს, კერძოდ შემოდგომაზე დგება. როშ-ჰაშანა ტრადიციულად თიშრეის თვის ახალმთვარეობაზე აღინიშნება. ამიტომ დღესასწაულის თარიღი მოძრავია. სხვათაშორის ისრაელში ახლა 5700-ზე მეტი წელია!

ინდოეთი

ამ მრავალკულტურულ ქვეყანას ახალი წლის აღნიშვნის კონკრეტული თარიღი არ აქვს. აქ, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ამ დღესასწაულს ყველაზე ხშირად ზეიმობენ. თითოეული შტატი (სულ 29) ახალი წლის დადგომის თარიღს მოსახლეობის რელიგიის მიხედვით განსაზღვრავს. ქვეყანაში დღესასწაულს სულ მცირე ოთხჯერ მაინც ზეიმობენ.

ეთიოპია

მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით ეს ქვეყანა იულიუსის კალენდრის მიხედვით ცხოვრობს. წვიმების სეზონის დასასრულს, 11 სექტემბერს ეთიოპიაში ახალ წელს – ენკუტატაშს ხვდებიან. სხვათაშორის აქ წელთაღრიცხვაც განსხვავებულია. ახალ ათასწლეულში ქვეყანამ მხოლოდ 2008 წელს შეაბიჯა!

ტაილანდი

ტაილანდური ახალი წელი – სონგკრანი 13 აპრილს დგება. ის ძველი ინდური კალენდრის წლის ცვლილებისა და წვიმების სეზონის დადგომის მაუწყებელია. ამ დროს ტაილანდელები ბუდას ქანდაკებებს ვარდისა და ჟასმინის წლით განბანენ. მოსახლეობის აზრით ამ დროს განბანა, განახლება და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლება ძლიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სადღესასწაულო დღეებში მშრალი არავინა რჩება. ადამიანები ერთმანეთს წყლის თოფებითა და სხვა ჭურჭლის დახმარებით წუწავენ.

ვიეტნამი

ვიეტნამში ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული დღესასწაულია. თუმცა ის იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა პერიოდამდე აღინიშნება. აქ ახალ წელს ტეტი ჰქვია და მას ერთი კვირის განმავლობაში, ოჯახურ წრეში აღნიშნავენ. ვიეტნამში ახალი წელი თებერვალში დადგება.

შოტლანდია

შოტლანდიაში ახალ წელს 1 ნოემბერს ხვდებიან. ეს უძველესი კელტური დღესასწაული მოსავლის აღების უკავშირდება, ამიტომაც მას სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm