GE

რა ასაკიდან დაიწყება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებში – თემურ მიქელაძის პასუხი

პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემია და კომპანია “მოდერნა” ერთობლივ კვლევას ატარებენ, რა ასაკის მოზარდებში ჩატარდება ვაქცინაცია თავდაპირველად.

“მიმდინარეობს კვლევა 12-დან 18 წლამდე ასაკის ჯგუფებში და იგივე გადავა 6 წლის შემდგომ ჯგუფებში. ეს არის ამერიკის პედიატრთა აკადემიის და კომპანია “მოდერნას” ერთობლივი კვლევა და პირველ რიგში იქნება 12-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები”, – აღნიშნავს თემურ მიქელაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე იმუნიზაციის ასაკის დაწევა მნიშვნელოვანია, რადგან შემთხვევების უმრავლესობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში დაფიქსირდა.

“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რატომ დაიწია ვაქცინაციის ასაკი 65 წლამდე. სახელმწიფო მიყვება იმ გეგმას, რაც შეიმუშავა და აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ, რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები, სადაც ფატალურად დასრულდა იმ 3700 შემთხვევიდან რაც გვაქვს, იყო 65 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები, ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია”, – აღნიშნა “დღის კურიერში” პედიატრმა თეიმურაზ მიქელაძემ.

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური