რა ახალი ვალდებულებები დაეკისრა განათლების სამინისტროს მთავრობის დადგენილებით
სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, მისი ვალდებულებები სამ სამინისტროზე გადანაწილდა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ახალი დადგენილებით, დეტალურად გაიწერა ვალდებულებების ჩამონათვალი, რომლებზეც პასუხისმგებელი იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საინისტრო. მათ შორის არის როგორც ახალი, ისე არსებული ვალდებულებებიც.
რაზე იქნება პასუხისმგებელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:
– წარჩინებულ მოსწავლეთა მედლები და სერტიფიკატები (არსებული ვალდებულება);
– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, საწყობისა და ტრანსპორტირების ხარჯი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და მიწოდების ხარჯი (არსებული ვალდებულება) სახელმძღვანელოების თარგმნისა და ავთენტურობის დამტკიცების და გამომცემლობებისთვის გადასაცემი ჰონორარის ხარჯი (დაგეგმილი ვალდებულება);
– პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლებისთვის პორტაბელური კომპიუტერების (ბუქების) შესყიდვა – პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“;
– საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა;
– ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებისა და ავტორიზებული საჯარო სკოლებისთვის პრინტერებისა და კარტრიჯების შესყიდვა (არსებული ვალდებულება);
– ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებისა და ავტორიზებული საჯარო სკოლებისთვის სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერ(ებ)ის შესყიდვა (არსებული ვალდებულება);
– ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებისა და ავტორიზებული საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი პროექტორების შესყიდვა (დაგეგმილი ვალდებულება;
– საჯარო სკოლების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პროექტირება და აღჭურვა (არსებული ვალდებულება);
– საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემა;
– სკოლებისთვის გადასაცემი საოფისე ავეჯი (მრავალწლიანი ხელშეკრულება − არსებული ვალდებულება);
– სკოლებისთვის გადასაცემი მერხები და სკამები (მრავალწლიანი ხელშეკრულება – არსებული ვალდებულება);
– რეაბილიტირებული და ახალაშენებული საჯარო სკოლებისთვის ვერტიკალური ფარდა-ჟალუზები (მრავალწლიანი ხელშეკრულება – არსებული ვალდებულება);
– სასკოლო დაფა (1 000 ერთეული) (არსებული ვალდებულება);
– სკოლების საოფისე ავეჯით აღჭურვა;
– მერხები და სკამები (50 000 ერთეული) (ახალი ვალდებულება);
– სამედიცინო ოთახის ავეჯი (50 საჯარო სკოლა) (ახალი ვალდებულება);
– აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის აღჭურვა (მრავალწლიანი ხელშეკრულება – არსებული ვალდებულება);
– აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის აღჭურვა ფარდა-ჟალუზებით (არსებული ვალდებულება);
– საჯარო სკოლების პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვა (არსებული ვალდებულება);
– საჯარო სკოლების პრინტერებით აღჭურვა (არსებული ვალდებულება);
საჯარო სკოლების პროექტორებით აღჭურვა (დაგეგმილი ვალდებულება);
Design-Build მეთოდით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დასრულებული სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიღება-ჩაბარება (მრავალწლიანი ხელშეკრულება – არსებული ვალდებულება);
– სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს დიკა 2010-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (№320701/03/159, 01/10/2024) გათვალისწინებული საჯარო სკოლებში გათბობის სისტემების რეაბილიტაციის/ შეკეთების ან ახლის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებები;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება:
– პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, ექსპერტიზისა და სხვა ხარჯები;
– პროფესიული სასწავლებლების საოფისე ავეჯით და მერხებითა და სკამებით აღჭურვა (მრავალწლიანი ხელშეკრულება − არსებული ვალდებულება);
– გასულ წლებში დაწყებული კოლეჯების მშენებლობა (მრავალწლიანი ხელშეკრულება − არსებული ვალდებულება);
– საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
– პროფესიული კოლეჯების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
– ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება და ქსელზე დაერთება (არსებული ვალდებულება);
– სკოლების პროფესიული პროგრამების ფარგლებში აღჭურვის ხარჯი (დაგეგმილი ვალდებულება)
– საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარება;
– სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ცენტრებში არსებული „სასერვერო“ ოთახების (როგორც ცენტრალური, ასევე სარეზერვო) სივრცეებში სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;
– სსიპ − ახალგაზრდობის სააგენტოს ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები (მრავალწლიანი ხელშეკრულება – არსებული ვალდებულება);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება:
– უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების დაფინანსება;
– გასულ წლებში გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულებების ვალდებულება − არსებული ვალდებულება (სენაკის ინოვაციური ჰაბის მშენებლობა და სსიპ − საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ღობისა და აუზის მოწყობა);
– სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავის რეაბილიტაცია (ახალი ვალდებულება);
– სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია (ახალი ვალდებულება;
– სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის შენობის სახურავზე გლობუსის რეაბილიტაცია (ახალი ვალდებულება);
– სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა (მრავალწლიანი შესყიდვა);
– საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარება N- ადმინისტრაციული ხარჯი (პროგრამული უზრუნველყოფა, „მნეს“ ქსელის მომსახურება);
– პროფესიული განათლება I (KfW): პროფესიული კოლეჯის ექსელენს ცენტრის მშენებლობა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულებები საგანმანათლებლო მიმართულებით იხილეთ დადგენილებაში.
მთავრობის დადგენილება ძალაშია 27 ოქტომბრიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება