რა ჩაიწერება მოსწავლის პირად საქმეში კლასების მიხედვით – ახალი ფორმა და წესი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მოსწავლის პირადი საქმის ახალი ფორმა და მისი წარმოების წესიც.
კერძოდ, სექტემბერში ცვლილება განხორციელდა „მოსწავლის პირადი საქმის ფორმისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.
13-გვერდიან დოკუმენტში კლასების მიხედვით არის გაწერილი თუ რა ჩაიწერება მოსწავლის პირად საქმეში წლების მიხედვით.
იხილეთ ახალი დოკუმენტი დანართის სახით: მოსწავლის პირადი საქმე
დოკუმენტს ხელს აწერს სკოლის დირექტორი, თუმცა აქვს თუ არა თავად მისი შევსების ვალდებულება ბრძანებაში გაწერილი არ არის.
ასევე, დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის“ (დანართი №2) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: „ა) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ გაცემული ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: განათლების მინისტრის ბრძნება
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს!“ – 24 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
by ამბები ზოგადი განათლებიდან