GE

რა დაგვიჯდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში – ცვლილება საფასურებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში და დადგინდა აღიარების დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების საფასურები.

ცვლილების შედეგად, 2019 წლის 28 მარტიდან მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ დაჩქარებული სერვისით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურისას.

უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარებისათვის წარმოების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:

1 თვიანი სტანდარტული წარმოებისათვის– 40 ლარი;
15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი;
5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;
1 ( ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური