GE

რა ღონისძიებებით აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს

გალა-კონცერტი, საიუბილეო დროშების გამოფენა, საზეიმო განათება და სადღესასწაულო მიღება – ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება.

იუბილის აღნიშვნა 7 თებერვალს „თსუ Art”-ისა და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის კონცერტით დაიწყო, რასაც დღის ბოლოს უნივერისტეტის ფერებში, უნივერსიტეტი შენობის ფასადის საზეიმო განათება მოჰყვა.

დღეს კი უნივერსიტეტის შენობის ფოიეში ოფიციალურად გაიხსნა თსუ-ის გერბი. ხოლო სააქტო დარბაზში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქარათველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრენენ. მათთან ერთად ღონისძიებაზე მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, უნივერსიტეტის პროფესორ-მეცნიერები და სტუდენტთა ნაწილი იმყოფებოდა.

თსუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვა წარმოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრება, მათ უნივერსიტეტის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პრემიერ მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ თსუ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს სიხარულს იზიარებენ მსოფლიო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან, თბილისში, რათა ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე ერთად ვიზეიმოთ.

„ჩემთვის უდიდესი პატივია მოგმართოთ ამ ტრიბუნიდან, რომელსაც ახსოვს უდიდესი ქართველი მეცნიერების, სახელოვანი მამულიშვილების ისტორიული გამოსვლები.

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი დიდი მეცნიერების ნაშენ ფუნდამენტზე დგას და 100 წლის იუბილეს ხვდება, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის.

„უმაღლესი სასწავლებლების გაცვლითი პროექტები, რომლებიც ასე აქტუალურია დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი საუკუნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლის მიმართულებით, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 180-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 50-მდე ქვეყანაში. და მე მივესალმები ქართველოლოგიის კათედრების გახსნას ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც, უდავოდ, აღსანიშნავი მოვლენა გახლავთ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს გახლავთ ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულება აფხაზური და ოსური ენის მიმართ. სწორედ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს ზრუნვა აფხაზური და ოსური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ხდება ასევე საფუძვლიანი, სიღრმისეული კვლევები ოსური ენის მიმართულებით. და სასიხარულოა, რომ დღეს, 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის გახსნითაც აღნიშნავს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც, რომელმაც თსუ-ის 100 წლის იუბილე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს მიულოცა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს მართლაც ისტორიული დღეა, ვინაიდან ჩვენი დედა უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. ეს უაღრესად დიდი მოვლენაა ერის ისტორიაში, რამეთუ ჩვენ, ჩვენს უნივერსიტეტს დედა უნივერსიტეტს ვუწოდებთ და ამაში თვალნათლივ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება და უდიდესი სიყვარული ცოდნის ამ ტაძრის მიმართ. ეს არის ადგილი რომელიც მთავარი სამჭრდლოა ჩვენი მომავალი თაობის. ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის. აქ იქმნება ცოდნა, წინ მიდის მეცნიერება, ამიტომ ყველა პროფესორ-მასწავლებელს ყველა მეცნიერს და თანამშრომელს მთელი გულით მინდა გითხრათ მადლობა პირადად ჩემგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სახელით იმ დაუღალავი შრომისთვის რომელსაც თქვენ წევთა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საშვილიშვილო საქმეში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, პარლამენტის შენობასა და საერთასორისო აეროპორტში თსუ-ის საიუბილეო დროშები გამოიფინება, ასევე უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება როგორც თსუ-ის შენობის ფასადი, ისე მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა. თუმცა თსუ-ის 100 წლის იუბილის აღნიშვნა დღეს არ მთავრდება და ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოოდ რამის კლუბ „სფეისჰოლში“ კლუბური ცეკვების სარამოთი დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

ამავე თემაზე:

„სირცხვილია!“ – სტუდენტების ნაწილი თსუ-ის იუბილეზე ვერ დასწრებას აპროტესტებს

„მე სახლიდან უნდა ვიზეიმო 100 წლის იუბილე – სტუდენტებისთვის ყველა კარი დაკეტილი იქნება“

მოამზადა გვანცა ღვედაშილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური