რა პრობლემა აქვს საქართველოში პროფესიულ განათლებას და რა შეიძლება იყოს გამოსავალი – სპეციალისტის პასუხი
“პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს უჭირს კავშირის გაბმა დამსაქმებელს, განათლებაში ჩართულ ადამიანებსა და განათლების მიმწოდებლებს შორის”, – ამბობს პროფესიული განათლების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია საკუთარ ვიდეო ბლოგში.
მისი აზრით პროფესიულ განათლებაში, ზოგად განათლებასთან შედარებით უფრო ნაკლებაც ცენტრალიზებული მართვაა იმიტომ, რომ აქ ბევრი კერძო მოთამაშეა, თუმცა პროფესიულ განათლებას სხვა პრობლემები აქვს და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის გარეშე პროფესიული გნათლების ხარისხი ვერ მაღლდება.
“ერთ-ერთი ძირთადი პრიორიტეტი ბოლო წლების არის ის, რომ პროფესიულ განათლებაში შეიქმნას ე.წ. დუალური პროგრამების სისტემა და ეს დუალური პროგრამების სისტემა კარგად მაშინ მუშაობს, როცა არსებობს ფინანსური წახალისება ამ სისტემისა. მაგალითად, როდესაც დამსაქმებელს ახალისებ, რომ აიყვანოს/დაასაქმოს პროფესიულ განათლებაში ჩართული ადამიანი იმის პარალელურად, რომ ის სწავლობს პროფესიულ პროგრამაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს წახალისებული იყოს, რათა დამსაქმებელს უღირდეს ასეთი ადამიანის აყვანა. მაგალითად, შეიძლება დასაქმებულის ხელფასის სუფსიდირება ხდებოდეს, ან სამაგიეროდ დამსაქმებელი ჩართული იყოს პროგრამების შეფასებაში ან შემუშავებაში.
ასევე იხილეთ:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები