რა რაოდენობით მიიღებს უცხოელ სტუდენტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი? – პრემიერ-მინისტრის პასუხი EDU.ARIS.GE-ს
უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში დაანონსებულია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები საგამონაკლისო წესით უნდა მიიღონ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის კონტექსტში ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში ისაუბრა.
„უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, ბუნებრივია, უცხოელი სტუდენტები იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში, თუმცა ეს უნდა იყოს საგამონაკლისო, გაცვლითი და მსგავსი ტიპის პროგრამები, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდება“, – თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რამდენად მოიაზრება საგამონაკლისო წესში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სახელმწიფოა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ასე უპასუხა:
„საერთაშორისო სტანდარტია ზოგადად, რომ 5%-ს ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ უცხოელები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5%-იანი სტანდარტი დავიცვათ მინიმალურ დონეზე, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, ამას დავიცავთ მინიმალურ დონეზე. ეს შეეხება უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს თანაბრად“.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება