რა საკითხები შედიოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე ვარიანტში
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მეორე დღეა მიმდინარეობს. პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ გამოცდიდან და როგორც EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, გამოცდა მეტნაკლებად რთული იყო. აბიტურიენტების ნაწილს ყველაზე მეტად ტექსტის რედაქტირება გაუჭირდა.
“როგორ გითხრათ, რედაქტირება ყველაზე მეტად გამიჭირდა, თემები რთული არ ყოფილა, ესეც არ გამჭირვებია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც რთული გამოცდა იყო”,- გვითხრა აპლიკანტმა.
აბიტურიენტების თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე ვარიანტის თემები იყო, გურამ გეგეშიძის “ნაცრის კოშკი” არაპროგრამული და დავით გურამიშვილის “დავითიანი”. რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს შემდეგი იყო: “არსებობს თუ არა საფრთხე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად იქცეს.” ტექსტის რედაქტირება კი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველებს ეხებოდა.
გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სხვა აბიტურიენტის თქმით კი, გამოცდა რთული არ ყოფილა.
„თემა დავით გურამიშვილის „დავითიანი“ შემხვდა და ეგ დავწერე, მეორე ტექსტისთვის აღარც გადამიხედავს. არგუმენტირებული ესე იყო, „არსებობს თუ არა საფრთხე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სამუზეუმო ექსპონანტად იქცესო“ ამ მოსაზრებას ეთანხმები თუ არა უნდა დაგეწერა და მგონი ნორმალურად დავწერე. ტექსტის რედაქტორებაც დიდად არ გამჭირვებია, სხვათა შორის ესეც კულტურას ეხებოდა. 18 შეცდომა ვიპოვე მგონი მეტი არ იყო. საერთო ჯამში რთული ნაკლებად იყო“, – გვითხრა აბიტურიენტმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიის თემები – „თამარ მეფის სახე რთული იყო“
რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები
რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება