რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე პირველი სესიის აბიტურიენტებს – გამოცდები 2019
ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოდიან და EDU.ARIS.GE-სთვის უკვე ცნობილი ხდება რა საკითხები შეხვდათ პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს.
,,მოვიდა არგუმენტირებული ესე ,,მედიის გავლენა საზოგადობაზე, ასევე ტექსტის ანალიზში გალაკტიონის ,,მთაწმინდის მთვარე” დავწერე და თემა ,,გლობალიზაცია” მე ეს საკითხები დავწერე და კიდევ ტექსტის რედაქტირება“, – აბიტურიენტი თბილისის 175-ე საგამოცდო ცენტრიდან.
,,ტექსტის რედაქტირება იყო მზის სათვალის შექმნაზე, თემებიდან იყო გალაკტიონის ,,მთაწმინდის მთვარე” და ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და კახეთის აჯანყებაზე. ესე იყო მასმედიის საშუალებების ზემოქმედებაზე. თემა ,,გლობალიზაცია” ყველაფრის დაწერა მოვახერხე. განსაკუთრებული სირთულის ჩემთვის არ ყოფილა”.
„ტექსტის ანალიზში პროზაული ნაწარმოები ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მოვიდა. ესე იყო, ახდენს თუ არა საზოგადოების აზრზე საინფორმაციო საშუალებები გავლენას“, – აბიტურიენტი.
გიორგი ქუთათელაძე, 103-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი: “რთულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ როდესაც იქ შედიხარ თავისთავად ნერვიულობ. ჩემი აზრით, ყველაზე რთული იყო მხატვრული ტექსტიდან აზრის გამოტანა. გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ შემხვდა. ალბათ ამაში ავიღებ ყველაზე ნაკლებ ქულას. დანარჩენი საკმაოდ მარტივი იყო. ტექსტის რედაქტირება და არგუმენტირებული ესე, სადაც უნდა დაეთანხმო ან არა იქ მოყვანილ მოსაზრებას. ესეს კითხვა იყო უარყავი ან დაეთანხმე მოსაზრებას, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და განწყობებზე. მე დავეთანხმე ამ მოსაზრებას, ვაბარებ ილიაში ფსიქოლოგიურზე“.
ქუთაისელი აბიტურიენტი მალხაზ ნარჩემაშვილი არაპროგრამული ნაწარმოების შესახებ კითხვების ამოღების გამო უკმაყოფილოა: ,,ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ხალხის ხასიათი და განწყობა დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზე – ეს იყო ესე. გამოცდა რთული არ იყო. მოთხრობა ჩოლოყაშვილის ისტორიაზე იყო. მე არ მინდოდა, რომ კითხვები ამოეღოთ, რადგან 10 ქულას ძალიან მარტივად ავიღებდი”
გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო. მათივე თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
,,თემა იყო გალაქტიონ ტაბიძის ლექსი ,,მთაწმინდის მთვარე” ადვილი იყო”, – გვითხრა თამარ მენაბდემ.
„შეფერხება არ ყოფილა, საკითხები საშუალო სირთულის იყო. თემებზე ვერაფერს გეტყვით, იმდენად სწრაფად დავწერე, რომ აღარ მახსოვს. კარგი იქნება ცოტას თუ გაამარტივებენ გამოცდას”, – გვითხრა პირველმა აბიტურიენტმა.
აპლიკანტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ გამოცდა ადვილი იყო. ,,საზოგადოებაში, რამდენად დიდი როლი უკავია ადამიანის აზრის გამოთქმას” ეს იყო თემა. ასევე ტექსტის რედაქტირებაში სასვენი ნიშნები უნდა დამესვა. სულ 16 შეცდომა ვიპოვე”, – ამბობს ნინო დოთიაშვილი.
207-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი 54 წუთში გამოვიდა. მისი თქმით, არც ესე და არც თემა არ ახსოვს რა მოვიდა, მიუხედავას ამისა, გამოცდა არც ისე რთული იყო.
პირველი აბიტურიენტი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასაწერად საათზე ნაკლები დრო დასჭირდა ამბობს, რომ გამოცდა არც ისე რთული იყო. ამბობს, რომ ტექსტის გააზრება და ორი ესე მოუვიდა საგამოცდო ტესტში.
,,არ იყო ძალიან რთული. თემა და ესე არ მახსოვს რა მოვიდა. არც დამიწერია. ტექსტის გააზრება“, – თქვა აბიტურიენტმა.
,,ესე მოვიდა ასეთი თემა – უნდა დაეხმაროს თუ არა საზოგადოება ადამიანს აზრის გამოთქმაში. რედაქტირებაში 15 შეცდომა ვიპოვე, ბოლოს აღარ დამითვლია. რასაც მასწავლებელთან ვაკეთებდი, ისე რთული არ ყოფილა. ლექსი მოვიდა გალაკტიონის ,,მთაწმინდის მთვარე”. მოთხრობა არ მახსოვს, მგონი, სათაურად ,,გლობალიზაცია” ეწერა. მე ლექსი დავწერე. საბოლოოდ, გამოცდა რთული არ ყოფილა, წინა წლის ტესტებთან შედარებით, მარტივიც იყო. ჩემს სექტორში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილა”, – ამბობს თინათინი ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ.
ცნობისთვის, განხორციელებული ცვლილების მიხედვით, წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში მოცემულია მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.
ასევე იხილეთ:
გორში გამოცდაზე უცნობმა ბიჭმა აბიტურიენტ გოგონას სიყვარული აუხსნა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I სესიაზე აბიტურიენტთა 8%–ზე მეტი არ გამოცხადდა
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს: ნიკა გაბლიშვილმა, თამთა ვირსალაძემ, თამარ მუკბანიანმა, ანუკი წიწილაშვილმა და მარიამ ელიაშვილმა
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი