GE

გორში გამოცდაზე უცნობმა ბიჭმა აბიტურიენტ გოგონას სიყვარული აუხსნა

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა.

იხილეთ რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე პირველი სესიის აბიტურიენტებს – გამოცდები 2019

,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება“,- ამბობს ნინო დალაქიშვილი.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური