ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია
ქალაქ თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი და დაწყებითი კლასის დამრიგებელი, რიტა შუბითიძე EDU.ARIS.GE-ს მის მიერ შედგენილ ცხრა პეზენტაციას უზიარებს, რომელიც საკუთარი მოსწავლეებისათვის, ანბანის შესწავლის მიზნით შექმნა.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
პირველკლასელებთან და ზოგადად, დაწყებითების მასწავლებლად მუშაობა უდიდესი გამოწვევა და ამავდროულად საოცრად საინტერესო საქმიანობაა. სწავლის დაწყების პირველ ეტაპზე, მოსწავლეებს უამრავი უნარ-ჩვევის გამომუშავება და ამავდროულად რამდენიმე საგნის შესწავლა უწევთ. რაც, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ისეთი პატარა არსებებისთვის, როგორებიც 6-7 წლის ბავშვები არიან.
მათთვის რომ რუტინული და მოსაწყენი არ აღმოჩნდეს ის ახალი სამყარო, რომელშიც ახლახანს შეაბიჯეს, ვფიქრობ, ეს მაქსიმალურად პედაგოგზეა დამოკიდებული.
პირადად ჩემთვის, ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობები და ინტერესები.
მოგეხსნებათ, როგორი აუცილებელია მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოებები. ბავშვები თვალსაჩინოებებით გაცილებით მარტივად აღიქვამენ და იმახსოვრებენ შესასწავლ მასალას.
შესაბამისად, პირველკლასელებს, ხშირად ვთავაზობ სხვადასხვა აქტივობას და ვუმზადებ პრეზენტაციებს, რათა ბევრად სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდეს მათთვის ყოველი გაკვეთილი.
ახალი ასო-ბგერის პრეზენტაციების მეშვეობით ახსნა, მასზე მუშაობა და ცოდნის განმტკიცება, ჩემი გამოცდილებით, ძალიან ეფექტურია:
ჩვენ, მასწავლებლები, მუდამ ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს მოსწავლეებზე. ვქმნით სხვადახვა საინტერესო და მნიშვნელოვან რესურსს, ვიყენებთ თანამედროვე სწავლების მეთოდებს და ვცდილობთ აქტიურად ჩავრთოთ თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესში.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება