აბიტურიენტი ბიჭი: 10 თვის შვილი მყავს მეგობართან დატოვებული და ადრე გამოვედი, დედაც აბარებს ეროვნულებს
103-ე სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი ერთ საათში გამოვიდა, მისი თქმით, ძალიან ეჩქარებოდა, რადგან სახლში 10 თვის შვილი ჰყავდა დატოვებული.
“არც ისე რთული იყო გამოცდა, სწრაფად დავწერე “შეცდომების ფურცელი” არ გამომიყენებია. ძალიან მეჩქარებოდა ამიტომ გამოვედი ასე სწრაფად, 10 თვის ბავშვი მყავს მეგობართან დატოვებული, არ ჩერდება დედ-მამის გარეშე. დედაც აქაა, აბარებს. მერე სამსახურში უნდა წავიდე. შემხვდა გალაკტიონის მთაწმინდის მთვარე, “გეპეიში” ვაბარებ ტელეკომუნიკაციებზე. სტუდენტი ვარ ისედაც, თუმცა ისევ მინდა ჩავაბარო”,- გვითხრა შოთამ.
იხილეთ რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდაზე პირველი სესიის აბიტურიენტებს – გამოცდები 2019
შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
აბიტურიენტს რეგისტრაციისას გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება ამ შემთხვევებში – გარემოებათა ჩამონათვალი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?
by ARIS.GE-განათლება
-
„პროფესიული დეფიციტების პრობლემა გვაქვს, რაც დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმასთან“ – ჯანდაცვის მინისტრი
by ARIS.GE-განათლება