რა საკითხით დაინტერესდა პატრიარქი განათლების მინისტრთან შეხვედრისას
განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისში პედაგოგებთან შეხვედრაზე მათ უთხრა, რომ მოსწავლისთვის მთავარი მოტივატორი – ისწავლოს კარგად, მასწავლებლის მიმართ სიყვარულია. მინისტრის თქმით, თუ მოსწავლეს მასწავლებელი არ უყვარს, ის არ გააკეთებს არაფერს კლასში.
„გუშინაც მქონდა ჩემს კოლეგასთან შეხვედრა, რომელიც ამბობდა, ძალიან მაგრად ვხაზავდი, იმიტომ რომ მიყვარდა ხაზვის მასწავლებელი. ძალიან მაგრად ვსწავლობდი, იმიტომ რომ მიყვარდა გეოგრაფიის მასწავლებელი. სულ სიყვარულზე იყო საუბარი. არსად იყო საუბარი, რომ მასწავლებელს ჰქონდა რამე საბუთი, ან რამე წოდება. ლაპარაკი იყო სიყვარულზე!
პატრიარქს როცა შევხვდი ამ საკითხზე, აინტერესებდა, რა თქმა უნდა, რას ვაპირებ. ავუხსენი, რას ვაპირებ. მითხრა, ქიმიას ვსწავლობდი ძალიან ცუდადო. მერე დეკრეტში გავიდა ჩემი ქიმიის მასწავლებელი, სხვამ შეცვალა და ის შემიყვარდა და ქიმია შემიყვარდაო. ასეთი ამბავია. ასე მუშაობს ეს ამბავი, სხვანაირად არ მუშაობს.
გინდა ტრენინგზე წადი, გინდა დოქტორი გახდი, გინდა დედამიწის საზღვრებს გაცდი, არ უყვარხარ მოწაფეს და არ გააკეთებს არაფერს! არც ძალით, არც სქემით, არც ნიშნით, არაფრით არ გააკეთებს!”, – თქვა მინისტრმა.
„გუგული მასწავლებელზე გსმენიათ რამე? – გუგლია“ – ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება