GE

რა შემადგენლობით დამტკიცდა სკოლების ავტორიზაციის საბჭო – პრემიერის ბრძანება და წევრთა სია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 2021 წლის N28 ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.

ბრძანების თანახმად, საბჭო 13 წევრისგან შედგება. მისი წევრები სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში სხვადსხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები არიან, მათ შორის  სკოლის დირექტორები, განათლების ექსპერტები, პროფესორი და განათლების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

იხილეთ საბჭოს წევრთა სია და მათი რეგალიები

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მიმდინარე წელს, ავტორიზაციის პროცედურებისა და სტანდარტების ცვლილების ინიცირება იგეგმება, შესაბამისად იცვლება ავტორიზაციის საბჭოს როლი და მანდატი და ის შემფასებელთან ერთად, განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი ხდება.

„მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით. იგეგმება ავტორიზაციის პროცედურების და სტანდარტების ცვლილების ინიცირება, რასაც მოჰყვება ქვეყანაში განათლების ხარისხის კულტურის დამკვიდრების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ პროცესში იცვლება საბჭოს როლი და მანდატი. ის შემფასებელთან ერთად განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი ხდება, რომელმაც არსებული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სკოლებს რეალისტური, მათ სპეციფიკაზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები უნდა მისცეს“, – აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური