რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სკოლის, სწავლებისა და აღზრდის შესახებ
ავტორი: მუხრან გულიაშვილი
შეუძლებელია, რომელიმე სტატიაში ან, თუნდაც წიგნში დაეტიოს ყველაფერი, რაც რელურად მშობლებმა უნდა იცოდნენ სწავლებისა და აღზრდის შესახებ, არც არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რომ იყო საუკეთესო მშობელი. კვლევებით არც ის არის დადგენილი, ზუსტად რა პროცენტით ახდენს გავლენას მშობელი შვილის აღზრდაზე.
ამ სტატიის მიზანი არის გარკვეული გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის და მცირე რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ მოიქცნენ სიტუაციებში, როცა ზუსტად არ იციან როგორ იმოქმედონ. რეკომედაციები ეყრდნობა საერთაშორისო ექსპერთა ნააზრევს, ასვე, ადგლობრივ გამოცდილებას.
თუ თქვენ სკოლის მოსწავლის მშობელი ხართ და გიწევთ თავის ტეხვა პედაგოგის და სკოლის შერჩევაზე, ასვე, არ ენდობით სკოლის ცოდნას, ხარჯავთ დამატებით ფულს რეპეტიტორებში, ამ ყველაფრის მიზეზებზე საინტერესო მოსაზრება აქვს სტივ ჯობსს, რომლიც ღირს დასაფიქრებლად – “როცა სასკოლო განათლების პრობლემებზე ვსაუბრობთ, საჭიროა, ამ საკითხს შევხედოთ სხვა კუთხიდან და დავსვათ ასეთი კითხვა- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ სარგებლობენ სკოლის სერვისით ანუ ვინ არიან “მომხმარებლები”? ზოგადად, რა თქმა უნდა, სკოლის “მომხმარებელი” არის მთლიანად საზოგადოება, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლის უშუალო “კლიენტები” არიან არა მოსწავლეები, არამად მშობლები. პრობლემა, რაც არსებობს ამ სისტემაში არის ის, რომ უშუალო მომხმარებელნი ყურადღებას არ აქცევენ, თუ როგორი ხარისხის სერვისს იღებენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ დრო, რომ საკმარისი ყურადრება დაუთმონ სკოლას. რა ხდება, როცა მომხმარებელი არ ინტერესდება იმ სერვისის ხარისხით, რომელსაც იღებს? რა თქმა უნდა, მოწოდებული სერვისის ხარისხი თანდათან იკლებს. მინდა გავიხსენო დრო, როცა ჩვენს შტატში მარტო ერთი სატელეფონო კომპანია ოპერირებდა. მათი ოფისის კარზე იყო გამოკრული ბანერი: ” ჩვენ არ გვაინტერესებს”! იგივე ხდება დღეს განათლების სისტემაში.”
ვფირობ, რომ სკოლიდან შორს ყოფნა უფრო მეტად გულისხმობს არცოდნას იმის, თუ რას ნიშნავს სწორი სწავლება და კარგი სკოლა ჩვენს საუკუნეში.
სკოლის და პედაგოგის შერჩევა
პრობლემა, რასაც პირველ რიგში მოსწავლეთა მშობლები აწყდებიან, ეს არის სკოლის და პედაგოგის შერჩევა სწორი, დღესდღეობით ჩვენთან გადაწყვეტილებების მიღება, ძირითადად, მეგობრის რჩევის, ან გარკვეული პიროვნული კავშირების გამოყენებით ხდება, ან კიდევ სხვა დეკორატიული ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის “პრესტიჟული სკოლა”, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე კლასელები და ასე შემდეგ.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის ბედნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, თუ რამდენად “პრესტიჟულია” სკოლა, რამდენად ბევრს იხდით სწავლაში. მიზეზი, რის გამოც მშობლები უშვებენ შეცდომებს იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ არიან გაცნობიერებულნი, რას ნიშნავს სწორი სწავლა და კარგი პედაგოგი. კარგი სწავლება ბევრს სიმკაცრე და ბევრი დავალების მიცემა ჰგონია. როგორც ალფი კონი ამბობს: “თუ გინდათ მიიღოთ კარგი სკოლები, მაშინ უნდა დასვათ კითხვები საშინაო დავალებებზე, შეფასებაზე, ტესტირებებზე და ასე შემდეგ”.
ცენტრი მოგცემთ მცირე რეკომენდაციას, როგორ გავარჩიოთ კარგი სწავლება და როგორ შევარჩიოთ კარგი პედაგოგი. გამომდინარე იქიდან, რომ არასწორი სწავლებით თქვენი შვილი განათლების ნაცვლად შეილება, გახდეს ინდოქტრინებული. იმისთვის, რომ გაარჩიოთ, რა არის განსხვავება განათლებასა და ინდოქრინაციას შორის, ამისთვის გაგაცნობთ აღიარებილი ინტელექტუალის ნოამ ჩომისკის მოსაზრებას: “პირველი კონცეფცია განათლების დანიშნულების შესახებ მოდის განმანათლებლობის ეპოქიდან, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის წარსული მიღწევების კვლევა-ძიება, შეთვისება იმის, რაც შენთვის ყველზე მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვების დასმა და შემოქმედებითობა. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლების მიზანი არის, რომ დაეხმაროს მსწავლელს ისწავლოს. ასევე, თუ როგორ ისწავლოს დამოუკიდებლად, ეს შენ, მსწავლელი წყვეტ როგორ, რა მეთოდებით ისწავლი, როგორ შექმნი რაიმე ახალს. მნიშვნელოვანი ასპექტები ამ სახის განათლების არის იმპულსების გაძლიერება, რომელიც ყველანაირ ავტორიტეტს, მოძღვარს, სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ფიქრობს კრიტიკულად და ქმნის კარგად ნაცადი მოდელების ალტერნატივებს.
მეორე შედეგი – საგანმანათლებლო პროცესის გავლით გამოწვეული. ეს არის ინდოქტრინაცია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვობიდან ახალგაზრდები ექცევიან გარკვეულ ჩარჩოებში, სადაც ისინი დაემორჩილებიან ბრძანებებს, მიიღებენ მოცემულ ჩარჩოებს, არ დასვამენ შეკითხვებს, იქნებიან პასიურები და კომფორმისტები. ლუსტრაციად გამოდგება შემდეგი: თანამედროვე სისტემის მიხედვით, ყველა მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს დავალებები, რაც მესაძლოა, უაზროდ ეჩვენებოდეს. ასევე, შევხედოთ კურიკულუმს რამდენიმე “ჭკვიანი” ადამიანი წყვეტს ვისი ნააზრევია კარგი ვისი არა, შემდეგ მათი შერჩეული ყველამ უნდა დაიზეპიროს, ვინც სისტემას არ ემორჩილება ამთავრებს ქუჩაში. ეს ყველაფერი არის მორჩილთა შერჩევის ტექნიკა.
ასევე, მოკლედ გეტყვით, თუ რას ნიშნავს კარგი პედაგოგი, როგორც კანადელი განათლების მკვლევარი ამბობს, “კარგ პედაგოგოს უნდა ჰქონდეს ორი მთავარი მახასიათებელი: იცოდეს რას ნიშნავს კარგად სწავლება, და ჰქონდეს უპირობო მზრუნველობა ბავშვების მიმართ.”
მიდით სკოლაში, რომლითაც დაინეტერსებული ხართ და გაესაუბრეთ პედაგოგს, სკოლის ხელმძღვანელს. გაიგეთ მისი ხედვა რამდენად ემთხვევა სწორი სწავლების პრინციპებს, გამომდინარე იქიდან, რომ ხედვა დიდად განსაზღვრავს ქცევას.
წარმატების მიღწევის გზების არასწორი ხედვა
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, ჰქონეს კარგი სამსახური, ოჯახი და ასე შემდეგ. წარმატების მიღწევის ფორმულა უმრავლესობისთვის დაახლოებით ასე გამოიყურება: ასწავლოს კარგ სკოლაში, კარგ უმაღლესში და შემდეგ იშოვის კარგ სამსახურს. როგორც კვლევებით დასტურდება, მსგავსი სწორხაზოვანი მიდგომა ადამიანების მხოლოდ ერთ პროცენტში ამართლებს. ამ ფაქტის არცოდნა საფუძველს უდებს უამრავ შცედომას მშობლების მხრიდან აღზრდის პროცეში.
ჩარევა პროფესიის არჩევში
შემდეგი რეკომანდაცია აღზრდას ეხება. შეცდომა, რასაც ხშირად მშობლები უშვებენ არის ის, რომ ისინი ცდილობენ შვილში განახორცილონ თავისი მიუღწეველი ოცნებები და აქციონ იმათ, რაც თვითონ სურდათ ყოფილიყვნენ. ამის მაგალითია იგივე პროფესიის არჩევა შვილისთვს, ან სპორტი იმ სახეობებზე ტარება, რაც თვითონ მოსწონთ. ფსიქოლოგის აზრით, ეს არის განუხორციელი იდეა და ამით დიდი ზიანი ადგება ბავშვის ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს რომ დიდი შეცდომაა, როცა მშობლები შვილებს სთხოვენ ავტომატურად მოსწონდეთ, ის რაც მათ მოსწონთ, ამის ნაცვალად უმჯობესია, დააკვირდნენ და გაიგონ, თუ რა მოსწონთ შვილებს.
ცუდი საქციელის გამართლება
კიდევ ერთი შეცდომა, რაც შეიძლება მშობელმა დაუშვას არის ის, რომ ეცადოს გაამართლოს შვილის ცუდი საქციელი, დაიხსნას ის რთული სიტუციიდან, თუნდაც, ეჩხუბოს შვილის პედაგოგებს ნიშნების გამო. ამით ბავშვი სწავლობს იმას, რომ პრობლემების მოგვარება შეიძლება ჩხუბით და მანიპულაციით, და არა პასუხისმგებლობის აღებით.
გადატვირთვა
ბავშვებს აქვსთ 12 წელი ბავშვობისვის, მიეცით მათ საშუალაბა იყვნენ ბავშვები.
კიდევ ერთი შეცდომა, რაც სპეციალისტების აზრით, მშობლებს მოსდით ეს არის ბავშვის გადატვირთვა. ატარებენ მათ სხვადსახვა წრეებზე, რეპეტოტორებთან და ასე შემდეგ. ამით მშობლები თავიანთ თავმოყვარეობას იკმაყოფილებენ და თითქოს სხვებს ეუბნებიან – ნახეთ რა გამორჩეული შვილი მყავს, ანუ მე ვარ კარგი მშობელი. უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვები ყველა აქტივობაში ეძებენ მხიარულებას, ხოლო მშობლებს კი, ყველაფერი კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის სჭირდებათ, რაც არის შეცდომა. როცა თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ, ბავშვისთვის შეიძლება, ეს ყველაფერი მოსაწყენი იყოს, რაც იწვევს სტრესს. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოსწავლეებისთვის არსებობს გარკვეული დროის ლიმიტი რომლის შემდეგაც ისინი ვეღარ ახერხებენ ახლის შესწავლას. მაგალითად: იმისთვის, რომ ავიცილოთ ზედმეტი გადატვირთვა, საჭიროა მშობელმა კარგად გაიცნოს თავისი შვილი, მოუსმინოს მას და თუ არ სურს რაიმე წრეზე სიარული ნუ დააძლებს. იყავით მხარდამჭერები და არა დამძალებლები, ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ბავშვებისთვის ძალიან მნიშველოვანია თავისუფალი დრო.
ზედმეტი მზრუნველობა
როგორც ფსიქოლოგი მადელინ ლევინი ამბობს, “ხშირად, მშობლები სიყვარულის სახელით ვშიგნავთ ჩვენს შვილებს”, მშობლები ყოველთვის ბავშვების წინ მიდიან და ცდილობენ აარიდონ ყველანაირი პრობლემა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევში ბავშვები თავს გრძნობენ კომფორტულად, მაგრამ ვერ სწავლობენ, როგორ გაართვან თავი დამოუკიდებლად წინააღმდეგობას, ამტომ, როცა ზრდასრულები გახდებიან პირველივე წინააღმდეგობაზე მარცხს განიცდიან.
ხშირად აქვთ მშობლებს კითხვა თუ რა შემთხევაში უნდა დაეხმარონ შვილებს
ამაზე მადელინ ლევინი ასე პასუხობს:
არ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ (ეს ეხება ასევე საშინაო დავალებას).
არ დაეხმაროთ შვილებს ასევე იმაში, რისი გაკეთებაც თითქმის შეუძლიათ.
კიდევ ერთი საყურადღებო რჩევა, რასაც ფსიქოლოგი იძლევა, ეხება უსამართლობას, რომელსაც შესაძლოა, ბავშვი აწყდებოდეს სკოლაში – რჩევა ასეთია, მიუხედავდ იმისა, რომ რთულია, დართეთ ნება, გამოსცადოს საკუთარ თავზე უსამართლობა.( რა ქმა უნდა აქ არ იგულისხმება ბულინგი).
ამ ყველაფრით ბავშვები ივითარებენ თავის გართმევის, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს. ისწავლეთ ტოლერანტულობა იმ გრძნობასთან, რომ ნახოთ შვილი გაჭირვებაში, რადგან ეს ცხოვრების ნაწილია.
დასჯა და წახალისება
კიდევ ერთი სადისკუსიო საკითხი მშობლებისთვის შვილის დასჯა- წახლისების თემაა. უმრავლესობის აზრით, დასჯით ასწავლიან ბავშვებს, რა არის ცუდი, რა კარგი. სინამდვილეში ეს ორვე ქცევა, როგორც კიდევ ერთი მკვლევარი ალფი კონი ამბობს, მცდარი მიდგოგმაა, რადგან დასჯით ბავშვი სწავლობს იმას, რა ქცევა არ მოსწონს მშობლეს, არ იწყებს თავისი საქციელის ანალიზს. ასევე, მცდარი მიდგომაა შექება. როცა რაიმე კარგს გააკეთებს, ბავშვებს რაც სჭირდებათ ეს არის უპირობო სიყვარული და მიღება. როცა ბავშვი ხვდება, რომ ის პირობით არის მიღებული, ანუ მან უნდა გამოიმუშავოს თქვენი სიყვარული ან კარგი განწყობა, ამის შემდეგ ის იწყებს საკუთარი თავის და სხვების იგივენაირად პირობით მიღებას. კვლევები აჩვენებს, რომ უპირობო სიყვარულით და მხარდაჭერით აღზრდილი ბავშვები არიან ნაკლებად ეგოისტები. არიან მეტად მზრუნველები, მეტად რისკიანები, მგრძობიარენი და სოლიდარულები.
ზედმეტი ყურადღება ნიშნებზე
კიდევ ერთი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ არის ის, რომ ბევრ დროს და ძალისხმევას ხარჯავენ ნიშნებზე. ეს წარმატების ვიწრო გაგების შედეგია. განსაკუთრებით ღელავენ იმ საგნებზე, რაშიც მათი შვილები ჩამორჩებიან და არ აქცევენ ყურადღებას იმას, რაშიც ძლიერები არიან. ნაკლებად ხვდებიან პედაგოგს, რომლის საგანშიც მათ შვილებს კარგი ნიშნები ჰყავთ. მადელინე ლევინის თქმით, ეს არის დიდი შეცდომა. შეუძლებელია, ადამიანი ყელაფერში თანაბრად ძლიერი იყოს. ამიტომ, ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, მეტი ყურადღება დაუთმონ ძლიერ მხარეებს და დეხმარონ მათ იპოვნონ საკუთარი ნიჭი, ეს არის მშობლის უპიველესი მოვალეობა,
თანატოლებთან ურთიერთობა
გარდატეხის ასაკში, ხშირად, მოსწავლეები ემოციურად შორდებიან მშობლებს. უნდათ დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა, როცა თქვენგან დამოუკიდებლობას იღებენ, დამოკიდებულები ხდებიან თავიანთ თანატოლზე, რაც არ არის სწორი. ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ, რომ დამოკიდებულნი იყვნენ ისეთ ადამიანზე ვინც მასზე იზრუნებს. ამიტომ, კანადელი ექსპერტის გორდონ ნიუფელდის რჩევა ასეთია: იმისთვის, რომ დაიბრუნოთ შვილი არ აჩვენოთ მას თქვენი უძლურება პირდაპირ რაიმეს აკრძალვებით, ან მოთხოვნით, ეს არ მუშაობს. ეცადეთ, მოზარდს ესაუბროთ ნეიტრალურ თემებზე და დაიბრუნოთ მისი დამოკიდებულება, აჩვენეთ რომ ყველაფრის მიუხედავდ, თქვენი მისი მშობელი ხართ და გიყვართ.
სასკოლო კვლევების ცენტრი
-
საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ
by განათლებული ბლოგი
-
რა ითქვა განათლების სამინისტროში პედაგოგთა ახალ სქემაზე და როგორ ხედავს პროცესს წამყვანი მასწავლებელი
by განათლებული ბლოგი
-
დამოუკიდებელად სწავლების ფორმირება დაწყებით საფეხურზე: პრაქტიკული მიდგომები და შედეგი
by განათლებული ბლოგი