GE

რა უნდა შეეძლოს ბავშვს 6 წლის ასაკში

თუ თქვენ პატარას 6 წელი შეუსრულდა, ის უკვე სკოლის მოსწავლეა. რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეეძლოს ბავშვს ამ ასაკში?

ჩვენ მოგიყვებით მთავარ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც მათ უნდა გააჩნდეთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საშუალო სტატისტიკური მონაცემები, თქვენი პატარა კი უნიკალურია. რაღაც საკითხებში ის შეიძლება შედარებით სუსტი იყოს, თუმცა სხვებში თავის თანატოლებს აჯობოს კიდეც. და ეს ყოველივე ნორმალურია!

აზროვნება: წარმოსახვითი და ლოგიკური

  • შეუძლია უცხო ადგილას ადაპტირება;
  • გააჩნია ორიენტაციის უნარი;
  • შეუძლია დროის განსაზღვრა;
  • ნახატზე 10 და მეტ განსხვავებას პოულობს;
  • გეოგრაფიაში დაწყებითი ცოდნა გააჩნია, შეუძლია ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქის დასახელება;
  • შეუძლია ბეჭდური ასოების კოპირება;
  • მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში კავშირის პოვნა შეუძლია;
  • შეუძლია საგნის ერთნაირი და ზედმეტი მახასიათებლების მოძიება;
  • მოსმენილიდან საკუთარი დასკვნა გამოაქვს.

მათემატიკის ცოდნა

  • ითვლის 10-მდე და პირიქით;
  • ასახელებს საგნების რაოდენობას, თუ ის 10-ს არ აღემატება;
  • ადარებს საგნების მეტობასა და ნაკლებობას;
  • იცის გეომეტრიული ფიგურები, პოულობს მათ გარე სამყაროში;
  • ხსნის საგნების შეკრებისა და გამოკლების მარტივ მაგალითებს.

სამყარო და ადამიანი. რა იცის 6 წლის ბავშვმა გარე სამყაროზე

  • შეუძლია მის გარშემო არსებული საგნების დასახელება;
  • აღწერით შეუძლია გამოიცნოს ნებისმიერი ჩვეული საგანი;
  • ასახელებს ცხოველებისა და ფრინველების უმრავლესობას;
  • განასხვავებს ხეებს, ბუჩქებს, იცის მათი დასახელებები და სეირინობის დროს მათი დასახელება შეუძლია;
  • იცის კვირის დღეების, თვეებისა და წელიწადის დროების დასახელება.

ყურადღება და მეხსიერება

  • ყურადღების კონცენტრირება 20-25 წუთით ეუძლია;
  • მეცადინეობებს შორის შესვენებისთვის 5-10 წუთი სჭირდება;
  • ლექსის სტრიქონების დამახსოვრება მეორე ან მესამე ჯერზე შეუძლია;
  • დასახელებული 10 საგნიდან 5-დან 7 სიტყვამდე გამეორება შეუძლია.

მეტყველება და სიტყვების მარაგი

  • იცის ყველა ასო;
  • მეტყველებს დროს რთულ წინადადებებს იყენებს;
  • შეუძლია სინონიმების შერჩევა;
  • შეუძლია თავისი მეტყველების ემოციური ფონის რეგულირება, საუბრობს გამომეტყველებით;
  • შეუძლია კონკრეტული ასოთი დაწყებული სიტყვების დასახელება;
  • შეუძლია ყველა ასოს წარმოთქმა, მათ შორის ,,რ“ და ,,ლ“;
  • წარმოთქვამს მონოლოგს;
  • სიამოვნებას დიალოგებში მონაწილეობისგან იღებს;
  • აღწერს ქუჩაში/სურათზე მიმდინარე მოვლენებს.

ფიზიკური განვითარება

  • გადადებულ ფიცარზე გავლა შეუძლია;
  • ფუნჯი და კალამი სწორად უჭირავს;
  • ბურთს აცდენის გარეშე არტყავს;
  • ცალ ფეხზე ზედიზედ 10-ზე მეტჯერ ხტის;
  • ცალ ფეხზე 30 წამს და კიდევ უფრო მეტ ხანს დგას;
  • პლასტელინისგან რთულ ფიგურების გამოძერწვა შეუძლია;
  • აგროვებს ასანთს ან ბრინჯს თითო მარცვალს;
  • შეუძლია ამოჭრას კონტურის მიხედვით;
  • შეუძლია სიმეტრიული ნახატის მეორე მხარის კოპირება.

წყარო: tvoymalysh

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური