რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი
როგორ უნდა გავხადოთ დასვენება სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო, უნდა ვიკითხოთ თუ არა და რა უნდა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე, Aris.ge-განათლების რუბრიკის სტუმარია მწერალი გურამ დოჩანაშვილი:
„კითხვა დასვენებაა, ისე განგტვირთავს უარყოფითი ემოციებისგან, მთლიანად დაგცლის. კითხვასთან დაკავშირებით დასვენება არ არსებობს. ადამიანის თვალი როცა კითხვასაა მიჩვეული ის ამას მუდმივად აკეთებს. იქნება ეს დასასვენებელი ბანაკი, სოფელი თუ კურორტი. მოზარდებს ვურჩევდი, როცა ტვინი რაღაცით არის გადაღლილი აიღონ წიგნი და წაიკითხონ. მე ასე ვიქცევი. ეს ჩემთვის განტვირთვაა. იკითხონ ყველგან და ყველაფერი. შემდეგ უკვე მკითხველები რომ გახდებიან, გემოვნებაც ჩამოუყალიბდებათ.
ჩემი პირველი წიგნი ტურგენევის „მუმუ“ იყო, მას შემდეგ მუდმივად ვკითხულობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წერისგან განტვირთვა მჭირდება, ვიღებ ჩეხოვს, გოგოლს და ვისვენებ“, – აღნიშნა Aris.ge-განათლებასთან საუბრისას გურამ დოჩანაშვილმა.
მაშ ასე, გურამ დოჩანაშვილის მიერ შემოთავაზებული საკითხავი ლიტერატურის სია:
- ვიქტორ ჰიუგო
- სერვანტესი
- ვასილ ბარნოვი
- ჯეკ ლონდონის მარტინ იდენი
- შექსპირის ნაწარმოებები
- ჰემინგუეი
- პუშკინი
- ჩეხოვი
- გოგოლი
- სალტიკოვ შედრინი
- და ქართული ლიტერატურა, რომელიც სასკოლო წიგნებშიცაა შესული.
გურამ დოჩანაშვილმა თავის ბოლო წიგნზე „ბრმად ყოფილი“ მუშაობა უკვე დაასრულა და როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, 1000 გვერდიანი მოთხრობის პირველი ნაწილი უახლოეს პერიოდში გამოიცემა.
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი
რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე
რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი
ქეთი არის© გიგოლაშვილი