რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე
ამბობენ, ბრძენი და განათლებული რომ გერქვას ათი წიგნის წაკითხვა სრულებით საკმარისიაო, თუმცა ამ ათი წიგნის მოსაძებად ათასი მაინც უნდა წაიკითხოვო. სწორედ რომ ზაფხული, არდადეგები, სოფელში ან კურორტზე მოწყობილი მყუდრო გარემოა ამისთვის შესაფერისი დრო. ეს ხომ ის პერიოდია, როცა არც სკოლაში სიარულის, არც დილით ადრე გაღვიძებისა და გაკვეთილებზე ზოგჯერ უხალისოდ ჯდომის რუტინა არ გაბეზრებს თავს.
სკოლის საზაფხულო არდადეგები უკვე თვეზე მეტია დაიწყო, სწორედ ამიტომ Aris.ge -განათლება გთავაზობთ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორისა და მწერლის რჩევებსა და რეკომენდაციებს მოსწავლეებისთვის, თუ როგორ უნდა გაატარონ მოსწავლეებმა დასვენების დღეები ნაყოფიერად და სასარგებლოდ. დასვენების დღეები ხომ იმდენად ბევრია, რომ ზოგჯერ თამაშითა და გართობითაც იღლები.
„ვფიქრობ, რომ არდადეგები გარკვეულწილად უნდა გულისხმობდეს ტვინის დასვენებას, რაც თავის მხრივ, გართობა–თამაშსაც მოიცავს. მაგრამ მეორეს მხრივ, იდეალური დროა ე.წ. კლასგარეშე ლიტერატურის საკითხავად. მე პირადად, წიგნების 60 პროცენტი მაინც ამ დროს მაქვს წაკითხული.
ზაფხულის პერიოდში კითხვას რაღაც სხვა ეგზოტიკაც ახლავს, თუ სოფელში ვისვნებთ, კიდევ უფრო. უნდა იკითხონ თუნდაც როულინგი, მაგრამ მე, ჩემი სუბიექტური ხედვით, ასტრიდ ლინდგრენს, მარკ ტვენს, სტივენსონს, ჟიულ ვერნის, მაინ რიდს, ბრედბერს ვემხრობი“, – ამბობს გიორგინ კეკელიძე.
რუბრიკის სტუმარი იმ წიგნების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც მისი აზრით, სასკოლო ასაკის მოზარდისთვის წასაკითხად სასურველი, საჭირო და აუცილებელია:
- ვაჟა-ფშაველას – მოთხრობები
- ილია ჭავჭავაძის – „კაცია ადამიანი“
- არჩილ სულაკაურის – ,,სალამურა”
- მაინ რიდის – ,,უთავო მხედარი”
- ასტრიდ ლინდგრენის – ,,ლიონებერგელი ემილის თავგადასავლი“
- მარკ ტვენი – ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰეკლბერი ფინი“
როგორ ვისწავლოთ სწრაფად კითხვა? – 5 ძირითადი ხერხი
5 საუკეთესო წიგნი ზამთრის არდადეგებზე წასაკითხად
სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა
10 წიგნი, რომელთა წაკითხვის შემდეგ ცხოვრება გინდება
15 საუკეთესო წიგნი თვითგანვითარებისთვის
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება