რა ხდება საგამოცდო ცენტრში შესვლის შემდეგ – გზამკვლევი 2019 წლის გამოცდებისთვის
2019 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 1 ივლისს გამოცდები აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ცენტრში შესვლის შემდეგ არსებულ ვითარებასა და პროცედურებზე, მითითებებს აძლევს:
აპლიკანტები ადგილზე საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდნენ;
რეგისტრაციის გავლამდე აბარებთ ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: კალამი, რუკა, მენდელეევის ტაბულა);
ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა – მთელი საგამოცდო პროცესი იწერება;
საგამოცდო დროის ამოწურვის, ან თქვენ მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებთ ნამუშევარს, რითაც საგამოცდო პროცესი სრულდება;
პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ამავე თემაზე:
საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესი – რომელ საათზე მივდივართ საგამოცდო ცენტრში
2019 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მარშრუტები
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რა ოდენობის ხელფასს მიიღებენ 2026 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და თანამშრომლები
by ARIS.GE-განათლება
-
„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
by ARIS.GE-განათლება