GE

რაც GOOGLE-ს არ შეუძლია

ფატი წერეთელი, ბლოგერი

“Главная проблема высшего образования – неумение учиться. Когда в школе тебе говорят: выучишь вот этот абзац и получишь 10, то надо только зазубрить и мозги атрофируются, не анализируя. У нас ведь бОльшая часть студентов эссе не напишет – не знают как можно рассуждать а если дать им тему какую-то и хоть весь компьютерный клас, то даже гугл им не поможет. Потому что отфильтровать то, что важно никто их не учила гугл – тупой” – ეს 15 წუთის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა.

ამგვარი მიდგომა უმაღლესი განათლების მიმართ მისი მხრიდან ჩემთვის გასაკვირი იყო – ის ხომ პროგრამისტია. პროგრამისტებზე ჩემი წარმოდგენა მასთან გაცნობამდე სულ სხვანარი ყო – ვისაც ვიცნობდი, ისე ეჭირათ თავი, თითქოს სამყაროს მართვა შეეძლოთ. ანდა ჩემი და მისი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა – თუ არ ისწავლე ის, თუ როგორ უნდა ისწავლო, მაშინ ვერც კომპიუტერი გიშველის და ვერც ვერაფერი.

სკოლებში არ ასწავლიან ანალიზის გაკეთებას. სკოლის მესვეურები ამ ჩემს განაცხადზე ყვირილს ატეხენ – მათ ხომ ყველა სილაბუსში, კურიკულუმში და მისიაშიც კი უწერიათ, რომ მოსწავლეს ანალიტიკურ აზროვნებას უვითარებენ, ისევე როგორ შემოქმედებით უნარებს. მეც შემიძლია ვთქვა, ფრენა ვიცი, დავწერო, რომ ფრენა ვიცი, მაგრამ როგორც კი ვინმე მეტყვის – დამიმტკიცე და გაფრინდი – ჩემი დიდგულობას ბოლო მოეღება და ყურებსაც ჩამოვყრი. თუმცა ფრენის ცოდნის შემოწმება იოლია, ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითობის კი – არა. მისთვის ვერც კრიტერიუმები ჩამოყალიბდა ჯერ რიგიანად, და ყველა ტესტს აწერენ თვისებას, თითქოს ანალიზის უნარს ავითარებს. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, სად ქრება მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნება სკოლის დასრულების შემდეგ? ჩააბარებენ უნარების ტესტებს მაღალ ქულებზე და მერე ელემენტარული ყოფითი სიტუაციების ანალიზს ვერ აკეთებენ.

გუგლი – უნიკალური რესურსი, სადაც მოკრებილია ყველაფერი. შთამბეჭდავად ჟღერს არა? იქ შეგვიძლია მოვძებნოთ ყვითელი ამბები, ან ფილოსოფიური ტრაქტატები. რომელი გვინდა ჩვენ? ამაზე ყველას საკუთარი პასუხი აქვს.

იქნებ გუგლში მოცემული თვალუწვდენელი რესურსი ჩვენ გვზღუდავს? იქნებ რადგან ყველაფერი ხელმისაწვდომია, ჩვენ ვიზღუდებით ჩვენს ფანტაზიებში? აღარ ვატანთ ტვინს ძალას, რომ ვიაზროვნოთ, ახალი ჩვენი სულის და გონების წიაღიდან ამოვიღოთ და არა გუგლში მოვიძიოთ?

რამდენჯერ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, რატომ არაფერი ისეთი საინტერესო აღარ შექმნილა ლიტერატურაში ამ ბოლო 20 წლის მანძილზე, როგორიც იქმნებოდა, რატომ მაქვს თანამედროვე ლიტერატურის კითხვისას შეგრძნება, რომ ეს უკვე წაკითხული მაქვს? რატომ ვეღარ ვპოულობ მათში ახალს? (თუ გამონაკლისი ვიპოვე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის ხოლმე) ამ კითხვაზე პასუხს დიდი ხანია ვეძებ. ვფიქრობ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული, გაგიჟებული რიტმია – ადამიანს დრო არ ჰყოფნის, რომ ღირებული ნაწარმოები შექმნას. ახლა კი ისიც ვიფიქრე, რომ ამაში ყოვლისშემძლე ინტერნეტსაც მიუძღვის წილი – ყველაფერი ახლოსაა, და სიახლის ძებნისათვის ფანტაზიას ვასვენებთ.

ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური