GE

რამდენი საგაკვეთილო საათი დაეთმობა თითოეულ საგანს არაქართულენოვან სკოლებში – 2021-2022 სასწავლო წელი

2021-2022 სასწავლო წლისთვის, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურების საათობრივი ბადე დამტკიცდა. ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 4 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრძანებით, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ კანონში შევიდა.

დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/სექტორებისთვის, კლასების მიხედვით, რომელ საგანს რამდენი საათი დაეთმობა და რამდენი იქნება შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა. იხილეთ დაწვრილებით დანართი.

ბრძანებით ასევე განისაზღვრა, ქართული ენაში  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის. საკმაოდ მოცულობით დოკუმენტში, დეტალურად არის დამტკიცებული საგნობრივი კომპეტენციები საბაზო და საშუალო საფეხურებზე. გაეცანით დეტალურად დოკუმენტს.

საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და ქულების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა საგნების მიხედვით კომპონენტში – „შემაჯამებელი დავალება“ – ასე ჰქვია ბრძანებაში მესამე დანართს, რომელიც მოიცავს კვირაში საათების რაოდენობასა და მოსწავლეების მიერ თითოეულ სემესტრში შესასრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას.

საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის: 

საათობრივი ბადე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურებისათვის: 

მიხეილ ჩხენკელის ბრძანების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური