რამდენი სსსმ მოსწავლის სწავლებისათვის მიიღებს სკოლა 16 800 ლარს – მინისტრის ბრძანება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსება გამოეყოფათ. ცვლილება „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში“ შევიდა და რვა ივნისს გამოქვეყნდა.
საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება, რომელიც:
- 1-დან 6-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისთვის 4 200 ლარია;
- 7-დან 13-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 8 400 ლარი;
- 14-დან 23-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 12600 ლარი;
- ხოლო 23-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისათვის − 16800 ლარი.
განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს ელექტრონული ფორმით უნდა მიაწოდოს:
- იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;
- იმ საჯარო სკოლის რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
-
ვის ეკრძალება საჯარო საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა – დამტკიცდა დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები by ARIS.GE-განათლება 30 მარტი, 2025
-
„ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე თითო ქულა გაკლდებათ“ – როგორ შემოწმდება აბიტურიენტის რედაქტირების დავალება by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 29 მარტი, 2025
-
როგორია უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების პროცედურა და ვინ თავისუფლდება საფასურის გადახდისგან by ARIS.GE-განათლება 28 მარტი, 2025