რამდენი სტუდენტია ვაქცინირებული?
უკვე მე-3 დღეა ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მთავრობა სტუდენტებს აუდიტორიაში სწავლის უფლებას აძლევს, უნივერსიტეტები კი, მაინც, ძირითადად, დისტანციურ ფორმატს ამჯობინებენ?? რატომ?
რა ფორმატში გააგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტები?
შესაძლოა, ზუსტად იგივე მიზეზით, ამირან გამყრელიძის უწყებამ კანონი დაარღვია და EDU.ARIS.GE-ს მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე უპასუხოდ დატოვა – ამჟამად ვაქცინირებული სტუდენტების რაოდენობის გაგება გვინდოდა. 13 სექტემბერს კი ეს რიცხვი მხოლოდ 17 პროცენტს უდრიდა და სპეციალისტების აზრით, აშკარად, არადამაკმაყოფილებელია.
ანუ, ვაქცინაციის ტემპის ზრდით დაინტერესებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, მხოლოდ განათლების საკითხებზე მომუშავე საინფორმაციო სააგენტოს სრულად ვაქცინირებულ გუნდს, ვაქცინირებულ სტუდენტთა რაოდენობას უმალავს? რატომ? რა შეიცვლებოდა?
რატომ არ უფრთხილდება უწყება ხელმძღვანელის რეპუტაციას? მის სიტყვას, ხომ ეხლა უფრო ნაკლები ფასი აქვს. ჩვენ კი ვაქცინაციის ტემპის გაზრდაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ.
გამახლებულია: 01/10/2021 17:45
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა EDU.ARIS.GE-ს მოთხოვნა ეს წუთია „დააკმაყოფილა“…. საქართველოში ვაქცინირებული ადგილობრივი სტუდენტების პროცენტული მაჩვენებლის ნაცვლად, როგორც ჩანს, რიცხვის გაბერვის მიზნით, ქართველი და უცხოელი, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინირების მაჩვენებელი ერთ რიცხვად გამოგვიგზავნა -„მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 38%, მათ შორის სრულად აცრილია 28%“.
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება