რამდენია განათლების ხარისხის ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტი და სახელფასო ფონდი – პრემიერის განკარგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, განისაზღვრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
26 თებერვალს გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე ძალაშია და ვრცელდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მისაღებად ორი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, სულ წლიური შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრულია 2 მილიონ 375 000 ლარი. ეს თანხა შტატით გათვალისწინებულ შემდეგ თანამდებობებზე მომუშავე პირებზე უნდა გადანაწილდეს: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და კოორდინატორი. ყველა ჩამოთვლილი თანამდებობა, გარდა დირექტორისა, ერთზე მეტია და მათი ანაზღაურება, როგორც თვიური, ისე წელიწაში, “საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმებით” არის გაწერილი:
რაც შეეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტს, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე საკუთარი შემოსავლების ერთობლიობით არის გაწერილი და ასე ნაწილდება:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება

