GE

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა წერის სწავლებისთვის

ავტორი: ლელა კოტორაშვილი

წერის სწავლება მარტივი არ არის. ალბათ, დაკვირვებიხართ, შეიძლება, ბავშვი ბევრს კითხულობდეს, მაგრამ წერა სულაც არ იყოს მისი ძლიერი მხარე. ისიც ადვილი შესამჩნევია, როგორც კი ამ მიმართულებით ბავშვთან მუშაობას ვიწყებთ, წინადადებები და სიტყვები მალევე ჩიტივით რომ იწყებს ფრენას.

მაინც როგორ უნდა ვასწავლოთ წერა?

ცნობილი მოსაზრება მახსენდება – თუ გვინდა, წერა ვისწავლოთ, ბევრი უნდა ვწეროთ.

პირადი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც სწორედაც რომ „ბევრ წერას“ უკავშირდება.

მეორე კლასი

სასწავლო წელი სრულდება, რაც დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას მაძლევს.

აღსანიშნავია პანდემიის გამო შექმნილი ვითარება – ბავშვებს რამდენიმე თვე შინ ყოფნა მოუწიათ. მშობლების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა სწავლება. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებმა, რომელთა მეცადინეობას მშობელი უზრუნველყოფდა, სკოლაში დაბრუნებისას სასწავლო პროცესს ადვილად აუწყვეს ფეხი, ხოლო ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ესწრებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებს, შესამჩნევად ჩამორჩნენ პროგრამას, თუმცა, სკოლის ჯადოსნური ძალა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა – ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლასის ყველა მოსწავლეს თანაბარ ტემპში დაეწყო მუშაობა.

მრავალრიცხოვანი კლასისთვის შემცირებული საგაკვეთილო დრო ჩემს თავსატეხად იქცა. გადავწყვიტე, მთელი ძალისხმევა წერისკენ მიმემართა. წერენ, შესაბამისად, კითხულობენ კიდეც.

სათაური

წერას დღის სათაურის მოფიქრებით ვიწყებთ, რაც განწყობისა თუ მობილიზებისთვის ათვლის წერტილად იქცა.

საიდან დავიწყო? ორი თითი დავადო? – გეცნოთ, ალბათ, კითხვები, ხოშკაკალასავით რომ გვსეტყვავენ დაფასთან ჩამომდგარ მასწავლებლებს.

წერის სწავლების დაწყებით ეტაპზე მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი – რვეულში ორიენტირება, სასვენი ნიშნები, დავიწყებულ თუ დეფორმირებულ ასოებზე თვალთვალი. გამოცდილებამ მიკარნახა, რომ აღელვებასა და ბრაზს აზრი არ აქვს. მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ნელ-ნელა საერთო მდინარებაში მოაქცევს ყველას.

სათაური ერთგვარ გონებრივ იერიშადაც შეიძლება მივიჩნიოთ. სათაურად რა დავწეროთ? – მთელი კლასი ფიქრს იწყებს.

ჩანაწერები რამდენიმე წინადადებით

კითხვის გაგრძელება

 

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური