რამდენით გაიზარდა განათლებაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი – საქსტატის უახლესი მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით, 270.9 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 პროცენტით); მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).
რაც შეეხება განათლებას, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2022-2023 წლების IV კვარტალში, რომლის თანახმადაც, განათლება ბოლო ადგილზეა, თუმცა მესამე გვარტალთან შედარებით, მცირედი სხვაობა ზრდისკენ მაინც არის: 151 ლარი.
დიაგრამაზე განათლება გამოსახულია როგორც “P”.

საქსტატის გამოქვეყნებული ანგარიში იხილეთ ბმულზე
ასევე იხილეთ:
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება