რას და როგორ ისწავლით ამ პროგრამაზე – დამტკიცდა სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 23 ოქტომბრის ინფორმაციით, დამტკიცდა სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – ანუ განისაზღვრა, თუ რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
“დარგობრივი მახასიათებელი წარმოადგენს შუალედურ დოკუმენტს, რომელიც ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოს აკავშირებს საგანმანათლებლო პროგრამასთან. იგი აღწერს იმ მინიმალურ სწავლის შედეგებს, რომელიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი დონისა და სწავლის სფეროს/დარგის კვალიფიკაციის მფლობელს, თუმცა არ ამოწურავს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სწავლის შედეგებს. ამასთან, დარგობრივი მახასიათებლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შეუძლია დარგობრივ მახასიათებელში აღნიშნული სწავლის შედეგების სტრუქტურულად განსხვავებულად ჩამოყალიბება”.
სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების მისაღწევი აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმუმს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლება‐ სწავლის, შეფასების მიდგომებს, რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს, რაც საჭიროა უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის კვალიფიკაციის მისანიჭებლად.
დარგობრივი მახასიათებლის მოქმედების ვადა 7 წელია და მისი გაცნობა რეკომენდებულია შემდეგი მხარეებისათვის:
– საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება‐განვითარებასა და განხორციელებაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის;
– აბიტურიენტთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ზემოაღნიშნული პროგრამის შესწავლით;
– სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
– დამსაქმებელთათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებით;
– აკრედიტაციის, ავტორიზაციისა და აპელაციის საბჭოს წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
– ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ პირთათვის, რომლებსაც ევალებათ საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდულად შეფასება და ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.
ამ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულისთვის აუცილებელი სწავლის შედეგებსა და ყველა სხვა დეტალს გაეცანით დოკუმენტში.
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება