GE

რას გულისხმობს განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა “ევრიკა”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მომავალი წლიდან სკოლებში ახალი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. ახალი პროექტი “ევრიკა” გულისხმობს უნივერსიტეტების ჩართულობას სკოლების საგანმანათლებლო პროცესში.

,,ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო ახალი ინიციატივა პროექტი „ევრიკა“, რომელსაც მომავალ სასწავლო წელს დავგეგმავთ სკოლებში. ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ მოხდება უნივერსიტეტის ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში სკოლებში. ყველა საგანში ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მოწინავე მეცნიერებს, ასევე, გამოცდილ და ბრწყინვალე პედაგოგებს, რომ მათ ონლაინგაკვეთილები ჩაატარონ საქართველოს ყველა სკოლაში ყველა დარგში. სისტემა იქნება ასეთი – ჩატარდება გაკვეთლები: სახალისო მათემატიკა, სახალისო ფიზიკა, სახალისო ქიმია, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში, სახალისო ისტორია, სახალისო ლიტერატურა. ონლაინი საშუალებას გვაძლევს რომ საქართველოს ყველა სკოლაში ერთდროულად ჩატარდეს ეს გაკვეთილები”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ პროექტის მთავარი ამოცანა მდგომარეობს მოსწავლეებში მეცნიერებისა და ფიქრისადმი ინეტრესის გაღვიძებაში, რათა მოხდეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

განათლების მინისტრმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა განათლების სისტემის სუსტ წერტილებზე.

,,გასაუმჯობესებელია ყველა მიმართულებით, რეალურად, სიტუაცია, ეს ეხება როგორც სახელმძღვანელოებს, ასევე პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება. ახალი მიდგომების შემუშავებასთან დაკავშირებით არის კიდევ მთელი რიგი მოსაზრებები და მთავარია, რომ მოხდეს სტიმულირება შემოქმედებითი აზროვნების. აი ამ ტიპის გაკვეთილები, ასევე სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ გაკვეთილებში აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული აზროვნებაზე და არამხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე. შესაბამისად, ჩვენი გამოცდებიც უნდა იყოს სწორედ ამ ტიპის, რომ არ ხდებოდეს მხოლოდ გამოცდისთვის მომზადება. სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება მოაზროვნე ადამიანი”, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ყველა განათლების მინისტრი გაურბის ამაზე საუბარს – სპეციალისტები ჩხენკელის ინიციატივებზე

უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება მოხდება – განათლების მინისტრი

„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“

წყარო: imedinews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური