რაში მეხმარება მე-12 კლასი – „აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის“ გამოკითხვის შედეგები
მრავალი წელია, რაც სკოლაში სიარული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში პროტესტს აჩენს. მოსწავლეთა ნაწილს მშობლებიც ეთანხმებიან და მე-12 კლასის გაუქმებას ისინიც ითხოვენ, მაგრამ განათლების სამინისტრო, თავად მინისტრები და სისტემაც ატესტატის მიღების შესაძლებლობად ქცეული მე-12 კლასის გაუქმებას არცკი განიხილავს.
2024 წლის მარტში EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტების ჯგუფმა – „აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის“ ასეთი გამოკითხვა ჩაატარა: რაში მეხმარება მე-12 კლასი და მისი არსებობა.
გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, 53% ამბობს, რომ „მე-12 კლასი არაფერში ეხმარება და სკოლაში არ დადიან“.
29% კი აცხადებს, რომ დამამთავრებელი კლასი „დროს ართმევს, არ ეხმარება“.
აღსანიშნავია, რომ მე-12 კლასი უმაღლესში მისაღებ გამოცდებში დამხმარე ფუნქციის მატარებელი მხოლოდ 3%-ისთვის არის.
იხილეთ გამოკითხვა
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება