GE

რატომ არის საჭირო ფიზიკური აღზრდა სკოლებში

ფიზიკური აღზრდის სწავლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი ძვ. წ. მე–8 საუკუნეში, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის სწავლება პირველად ამერიკაში დაინერგა.

მე-19 საუკუნეში ამერიკულმა კოლეჯებმა თავიანთ კურიკულუმში შეიტანეს ფიზ-აქტივობის ისეთი სახეობები როგორიცაა ცეკვა, ტანვარჯიში და ასე შემდეგ. მიზანი იყო, რომ მოზადრებისთვის ესწავლებინათ თავიანთ ჯანმრთელობასა და სხეულზე ზრუნვა.

კალიფორნია იყო პირველი შტატი, რომელმაც მოსთხოვა სკოლებს მოსწავლეთა ყოველდღიური გამამხნევებელი ვარჯიში, მას სხვა შტატებმაც მალევე მიჰბაზეს.

და მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზ-აღზრდის გაკვეთილები სკოლებში?

კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზ-აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ზრდის მათ კრეატიულობას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს. ასევე პოზიტიურად აისახება მათ ქცევაზე (J. J. Keays and K. R. Allison,“The Effects of Regular Moderate to Vigorous Physical).

სპორტი ავითერებს მოზარდებს მორალური კუთხითაც. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოცადონ ლიდერობა, პასუხილმებლობის აღება სხვის და საკუთარ საქციელზე, მოსწავლეებს უვითარდებათ თვითდისციპლინა, თანაკლასელებთან ურთიერთობის კულტურა. ფიზ-აქტივობის დროს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ, როგორ დასახონ მიზნები და იბრძოლონ მათ მისაღწევად.

გარდა ამისა, სპორტის სწავლება სკოლაში იმიტომაა მნიშველოვანი, რომ არ დაიჩაგრონ ის მოსწავლეები, ვინც არ გამორჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ გააჩნიათ კარგი სპოტული მომაცემები. ასეთ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი. არსებობს ბევრი მაგალითი იმისა რომ მომავალი ოლიპიური ჩემპიონების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში აღმოაჩინეს.

სპორტის სკოლაში სწავლება ასევე მნიშველოვანია, იმისათვის რომ მოზარდებმა ისწავლონ ახალი სპორტის სახეობები, რომლის სწავლასაც სხვაგან ვერ შეძლებენ, რაც მომავალში შესაძლოა მათი პროფესიაც კი გახდეს. კანადაში თვლიან, რომ სპორტის სკოლებში სწავლება ეფექტური საშუალებაა ებრძოლო მოსახლეობის ჭარბწონიანობას და კიდევ სხვა მრავალ დავადებას.

წყარო: სასკოლო კვლევების ცენტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური