მთავრობის დავალება – განათლების სამინისტრო მასწავლებელთა STEAM ბანაკისთვის ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დააფინანსებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, მასწავლებელთა STEAM ბანაკის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, დაახლოებით, 106 ათასი ლარით დააფინანსოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ვკითხულობთ: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 32 02 09) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან, მასწავლებელთა STEAM ბანაკის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის (ს/ნ: 405367240) დაფინანსება 106,530.00 (ას ექვსი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობით“.
ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება 2026 წლის 18 ივნისით თარიღდება და უკვე ძალაშია.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის განკარგულება
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება