GE

საქართველოში პირველი სიმულაციური შეჯიბრი „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩატარდა

საქართველოში პირველად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სიმულაციური შეჯიბრი „ევროპის უნივერსიტეტში“ გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ 29 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ფინალური ეტაპი 27 ივნისს, საველე პირობებში ჩატარდა, სადაც სტუდენტები სასწრაფო დახმარების ექიმების როლში იყვნენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ამოცანას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულის სწორი და დროული შეფასება წარმოადგენდა, რაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში პირველადი დახმარების გაწევას, პაციენტის კლინიკაში გადასაყვანად მომზადებასა და საწყის ეტაპზე სწორი დიაგნოზის დასმას გულისხმობდა.

სტუდენტების ყველა მოქმედებას წინასწარ გაწერილი დეტალური სქემით კონკურსის ჟიური აფასებდა. ჟიურის წევრები იყვნენ:

  • ანა ინაური – „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი;
  • ნინო ტაბიძე – „ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი.

მიღებული ქულების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი:

I ადგილი

  • აბდიმალიკ ჰასსან ნუჰ ადან
  • რამა ხალედ აბედ ალბარღუთი
  • კრიტიკა გუპტა

II ადგილი

  • მარიამ იჩქიტიძე
  • თამარ გიორგაძე
  • ვასილ გოგინაშვილი

III ადგილი

  • აბჰირამ ჩალიათ რაჯეეშ
  • შიზა სარდარ მაჰმუდ
  • იამან ადლი ქასემ ალ ხალდი

სიმულაციური შეჯიბრის საპილოტე პროექტი „ევროპის უნივერსიტეტში“ წარმატებულად დასრულდა. აუდიტორიის მიღმა რეალურ შემთხვევასთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღება, გუნდური მუშაობა და მანიპულაციების შესრულება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა გუნდმა დავალების შესრულების შემდეგ დეტალური უკუკავშირი მიიღო, რაც კონკურსს კიდევ უფრო ნაყოფიერს ხდის სტუდენტებისთვის.

სიმულაციური შეჯიბრის ფინალში გასული გუნდები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან და მიღწეული შედეგის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური