რექტორის მოვალეობის შემსრულებლად კონსერვატორიაში გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 30 ოქტომბერს გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ პოზიციაზე არჩეული კანდიდატი იმუშავებს მაქსიმუმ ექვსი თვე.
“კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა. მონაწილეობდა ორი კანდიდატი: ასოცირებული პროფესორი მაია (მაკა) ვირსალაძე და პროფესორი გიორგი შავერზაშვილი. კანდიდატებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმები და პროგრამები. ხმას აძლევდა აკადემიური საბჭოს ექვსი წევრი ფარული კენჭისყრით. ხმათა უმრავლესობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი შავერზაშვილი”, – წერია კონსერვატორიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კონსერვატორიის მმართველობაში განხორციელებული ცვლილებები მინისტრ თეა წულუკიანის დაანონსებული რეფორმის ერთ-ერთი შედეგია.
ამავე თემაზე:
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია