GE

სახელოვნებო განათლების რეფორმის პაკეტი მთავრობას უნდა წარედგინოს, შემოდგომაზე კი სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტიტუციური რეფორმა დაიწყება

დღეს, 27 სექტემბერს სახელმწიფო კონსერვატორიასთან რექტორის 10 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების გაუქმებას გააპროტესტებენ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანება 25 სექტემბერს გამოიცა. რექტორი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საბჭოს უნდა აერჩია.

“სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა” ერთ-ერთი პუნქტია მოხსენებაში, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.

მოხსენებიდან ირკვევა, რომ უკვე დასრულდა მუშაობა სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის პაკეტზე და ის საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

რეფორმის ნაწილში კულტურის სამინისტრო წერს, რომ ამ წლის შემოდგომაზე დაიწყება სახელმწიფო კონსერვატორიის ინსტიტუციური რეფორმა, რაც დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, იმ მიზნით კეთდება, რომ შესაძლებელი გახდეს აკადემიური პერსონალისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა.

“…გავზარდოთ მათი ხელფასები და სხვა ტიპის ანაზღაურება, ხოლო სტუდენტებს უფრო ხარისხიანი განათლება მივცეთ. რეფორმის მთავარ მიზანს ჩვენს ქვეყანაში უწყვეტი სახელოვნებო განათლების სისტემის აღდგენა და პროფესიების დეფიციტის აღმოფხვრა უნდა წარმოადგენდეს”, – წერია მინისტრ თეა წულუკიანის მოხსენებაში.

მინისტრი გამოყოფს სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სახელოვნებო განათლების რეფორმასაც, რომელიც მისი მინისტრობისას არჩეული რექტორის ინიციატივით დაიწყო.

„ეს არასამართლიანიც არის აბიტურიენტებისთვის“ – სამხატვრო აკადემია შემოქმედებით კონკურსს ახალი ფორმატით ჩაატარებს

“პირველ ეტაპად საგამოცდო ფორმატის ცვლილება, აბიტურიენტთათვის გამოცხადებული ვაკანსიების ოდენობების გადასინჯვა და ორი ახალი ფაკულტეტის ჩამოყალიბება განისაზღვრა. წელს ჩატარებული გამოცდების ახალი მოდელის შედეგად, აკაემიაში 309 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის, დეფიციტურ პროფესიებზე გაზრდილი ვაკანსიების შესაბამისად”, – ვკითხულობთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნილ მოხსენებაში.

კონსერვატორიის განცხადება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური