Research Skills Lab – კვლევითი უნარების გაძლიერება ალტე უნივერსიტეტში
Research Skills Lab ალტე უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ასევე – სტუდენტების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობას.
ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე სემესტრში ჩატარდა ოთხი მიზნობრივი ტრენინგი, რომლებიც სხვადასხვა აკადემიური მიმართულების სპეციფიკას ითვალისწინებდა:
- „სამედიცინო კვლევის პუბლიკაციის სტრატეგიები მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში“
- „სამართლის კვლევების გამოქვეყნების სტრატეგიები: საერთაშორისო პუბლიკაციის სტანდარტები და პრაქტიკა“
- „ბიზნესის კვლევების საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნება: სტანდარტები და პრაქტიკული მიდგომები“
- „IT კვლევების საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნება: სტანდარტები და პრაქტიკული მიდგომები“
სესიებს დარგის წამყვანი ექსპერტები უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს როგორც სიღრმისეული თეორიული ცოდნა, ისე – საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები გაუზიარეს.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების პროცესი, მაღალი ხარისხის ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმები, ხელნაწერის სტრუქტურა, რეცენზირების პროცესის თავისებურებები, გავრცელებული შეცდომები, აკადემიური ეთიკის საკითხები და წარმატებული პუბლიკაციისთვის აუცილებელი პრაქტიკული მიდგომები.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილებაც.
Research Skills Lab აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და ალტე უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას შესთავაზებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პრაქტიკულ ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი კვლევითი უნარების გაღრმავებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმატებულ საქმიანობას.
-
ალტე უნივერსიტეტში, არაფორმალური განათლების იდეების კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში GREDA-ს წევრი კომპანიების საჯარო ფორუმი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა EFMD Global-ის ასოცირებული წევრი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი