GE

როცა მაძიებელი მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი ხართ – განსახორციელებელი აქტივობების განმარტებები და შეფასების ინსტრუქცია

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი გადის აკადემიურ კურსს დისტანციურად და პრაქტიკულ კურსს რომელიც ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პრაქტიკული კურსის დროს განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი ასახულია eschool ბაზაში.

მაძიებელი მასწავლებლისთვის განსახორციელებელი აქტივობები და განმარტებები:

მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მასწავლებლობის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი ასეთია

1) გაკვეთილის გეგმა
2) ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
3) კლასგარეშე აქტივობების გეგმა
4) კლასგარეშე აქტივობების რეფლექსია
5) თვითშეფასება
6) კურსის რეფლექსია
7) კვირის რეფლექსია
8) ტუტორის/დირექტორის ანგარიში
9) სამოქმედო გეგმის ანგარიში
10) თვითგანვითარებაზე ზრუნვა
11) სხვა

ჩასატარებელი გაკვეთილების რაოდენობა:

მასწავლებლობის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი (ინტენსიური) კურსი.

1. მასწავლებლობის მაძიებელი კურსზე რეგისტრაციისას ირჩევს კურსის ხანგრძლივობას მოკლევადიან ან გრძელვადიან კურსს და ამის შესაბამისად პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს; ა) გრძელვადიანი კურსი გულისხმობს ორ წელს და სულ 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი. 20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას. ბ) მოკლე კურსი გულისხმობს მინიმიმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი. 10 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს ვინც კურსს გაივლის 4 თვიდან ერთ წლამდე.

სკოლაში ყველა აქტივობის განხორციელება აუცილებელია. გაკვეთილების გარდა სხვა დანარჩენ აქტივობების რაოდენობას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის და სკოლის საჭიროებების გათვალისწინებით.

თუ მაძიებელ მასწავლებელს უკვე შემუშავებული აქვს აღნიშნული აქტივობები და ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს რომ სურს დაკორექტირება შეგიძლიათ შეცვალოთ და თავიდან ატვირთოთ დოკუმენტი.

იხილეთ დოკუმენტები და ინსტრუქცია:

დეტალური განმარტებები აქტივობების განხორციელებისთვის

მასწავლებლობის მაძიებლის შეფასების პროცესი – ინსტრუქცია

„მასწავლებლობის მაძიებლის“ სტატუსის მქონე პედაგოგების შეფასების შედეგების ასახვის ინსტრუქცია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool)

წყარო:

სკოლის დირექტორების და ლიდერი მასწავლებლების პროფესიული ზრდა /სერტიფიცირება (Facebook გვერდი).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური