GE

როდის აქვს საჯარო სკოლას უფლება სასწავლო კვირა ექვსდღიანი გახადოს – რა უნდა იცოდეს მშობელმა და მოსწავლემ

ამჟამად მოქმედი და ბოლო ორი წლის განმავლობაში ცვლილებებდამატებული ეროვნული სასწავლო გეგმით(მოწოდებული განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მიერ წლის 28 ოქტომბერს ავტ.), სკოლას აქვს უფლება გაკვეთილები შაბათ დღესაც ჩანიშნოს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში ორ ნოემბერს განუმარტეს, კორონაპანდემიის გათვალისწინებით, სკოლა ასევე თავად განსაზღვრავს გაკვეთილების ხანგრძლივობასაც. სამინისტროს მიერ მათ მიღებული აქვთ რეკომენდაცია რომ 30-დან 45-წუთამდე ხანგრძლივობის გაკვეთილები ჩაატარონ, თუმცა თავად წყვეტენ იქნება ეს 35 წუთიანი, 40-წუთიანი თუ 45.

საქართველოში არსებული სკოლების უმრავლესობა სარგებლობს სამინისტროს ამ რეკომენდაციით და 45-წუთიანი გაკვეთილები შემცირებული აქვთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასჭირდებათ თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებს სასწავლო წლის ბოლომდე შაბათ დღეებშიც გაკვეთილების დამატება, ამას სავალდებულო სასწავლო პროგრამის გავლის ტემპები აჩვენებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად კი, საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით. ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს არანაკლებ 30 წუთამდე) გაკვეთილების ხანგრძლივობა.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სკოლამ ექვსდღიანი სასწავლო კვირა დაუშვას

ესგ ამბობს, რომ საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

  • სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
  • გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
  • ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.

მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:

ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებულ რედაქციაში ვკითხულობთ, რომ სკოლის მიერ საათების დამატების შემთხვევაში, რეკომენდებულია სკოლამ მოსწავლეებს შესთავაზოს სრულფასოვანი კვება და დასვენება.

როგორია შესვენების წილი გაკვეთილების მიმდინარეობისას და მისი დადგენის პრონციპი

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით დადგინდა, რომ საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები.
  2. შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით.
  3. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი.
  4. გაკვეთილების ხანგრძლივობა და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება.

ცნობისთვის, საჯარო სკოლაში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად და მას სემესტრებად ზამთრის არდადეგები ყოფს.კერძო სკოლებში ერთი აკადემიური წლის მანძილზე II-XI კლასებისთვის სასწავლო კვირების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 35 კვირაზე ნაკლები, ხოლო I და XII კლასებისთვის – 30 კვირაზე ნაკლები.

ასევე იხილეთ:

რა უფლებებით სარგებლობს მოსწავლე სასკოლო გამოცდების ჩატარებისას და როგორია გამოცდის ტიპები სკოლაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური