GE

როდის და როგორ ჩაერთვებიან არამოქმედი პედაგოგები ახალ პროფესიულ სქემაში

დღეს საქართველოში 1700 სერტიფიცირებული მაგრამ არადასაქმებული პედაგოგია. თუმცა არ არსებობს სტატისტიკური ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მათგანი დასაქმდა  და აქვთ თუ არა სურვილი სკოლაში მუშაობის.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დამტკიცდა, არამოქმედი პედაგოგებისგან მუდმივად ისმის კითხვა – შეუძლიათ თუ არა მათ ჩაერთონ სქემაში და როგორი იქნება მათთვის გათვალისწინებული პროცედურები.

intროგორ მოხდება  არამოქმედი  მასწავლებლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემაში გაწევრიანება, როგორ გადანაწილდებიან კატეგორიების მიხედვით, ვინ და რა კრიტერიუმებით გამოაცხადებს პედაგოგებისთვის ვაკანსიებს და რატომ ენიჭება პრიორიტეტი შიდა კონკურესებს – აღნიშნულ საკითხებზე Aris.ge-განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი მანანა რატიანი ესაუბრა.

– ქალბატონო მანანა, როგორ მოხდება არამოქედი პედაგოგების პროფესიული განვითარების ახალ სქემაში ჩართვა?

– სქემაში მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ერთვებიან, პროფესიაში შესვლისთვის კი განსაზღვრულია ალტერნატიული გზები:

) მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება:

 

  • აბარებს საგნის სახელმწიფო გამოცდას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში იგი ხდება უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით;
  • უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე დაკვირვებას.

ბ) მასწავლებლობის უფლების მოპოვება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის:

  • პროფესიულ უნარებში და საგნის სწავლების მეთოდიკაში აკრედიტებული კურსის წარმატებით გავლა;
  • მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია საგაკვეთილო გარე დაკვირვება წარმატებით დაძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

გ)მასწავლებლობის უფლების მოპოვება პირისთვის, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი. მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში; ერთი წლის განმავლობაში უნდა გაიაროს გარე დაკვირვება.

– კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რომელ საფეხურზე განთავსდებიან, როგორ გადანაწილდებიან და რის საფუძველზე პედაგოგები მას შემდეგ რაც სქემაში ჩაერთვებიან?

– მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან აკადემიური კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების შედეგების მიხედვით: პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი  სქემაში განაწილებისას  მიენიჭება  მოქმედ არასერტიფიცირებულ მასწავლებელს; უფროსი მასწავლებლის სტატუსი  სქემაში განაწილებისას მიენიჭება მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებელს  ან  დოქტორის ხარისხის მქონე არასერტიფიცირებულ პედაგოგს;  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი  სქემაში განაწილებისას  მიენიჭება  დოქტორის ხარისხის მქონე  მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებელს; მენტორის სტატუსი სქემის ამოქმედებისას არც ერთ მოქმედ მასწავლებელს არ მიენიჭება.

– პირველად როდიდან მიეცემათ არამოქმედ პედაგოგებს საშუალება ჩაერთონ სქემაში?

– სქემა  2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. მასში საჯარო სკოლების ყველა მოქმედი მასწავლებელი ჩაერთვება, ხოლო კერძო სკოლებს ექნებათ არჩევანი, ჩაერთონ სქემაში ან აამოქმედონ მასწავლებლის შეფასების სქემასთან თავსებადი შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის უფლება. რაც შეეხება არამოქმედების ჩართვას მათ პროფესიაში შესვლა გამოცდის ჩაბარებით უნდა დაადასტურონ, ამის შემდეგ კი ისინი სქემაში გაწევრიანებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც სკოლაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებენ.

– რატომ კარგავენ და კარგავენ  თუ  არა არამოქმედი პედაგოგები ახალი სქემიმიხედვით ერთ წელს?

– მოქმედი მასწავლებლები არ კარგავენ ერთ წელს. 2015-2016 წელი პილოტირების წლად არის გამოცხადებული, თუმცა ეს არ იქნება მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვებაში შემაფერხებელი ფაქტორი. ამ წლის მანძილზე დაგროვილი კრედიტქულები მათ უღიარდებათ, ხოლო თუკი ეს ვერ მოახერხეს, მაშინ სტატუსისთვის განსაზღვრულ ვადას დაემატება ერთი წელი. რაც შეეხებათ არამოქმედებს, ისინი განსაზღვრულად ერთ წელს არ კარგავენ. თუ სკოლა ვაკანსიას აცხადებს დღეს, მათ დღესვე შეუძლიათ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში სექტემბრიდან ისინიც ჩაერთვებიან სქემაში.

– როგორ და რა შემთხვევაში გამოცხადდება ვაკანსიები –  აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სკოლა გადაწყვეტს?

– ვაკანსია ცხადდება, თუკი მასწავლებელი ვერ ასრულებს სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკონკურსო პირობებს კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს დირექტორი. დირექტორი უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლაში საგნის ვაკანტური საათები შეავსოს ღია კონკურსის გამოცხადების გზით. რაც შემდეგნაირად მუშაობს: სკოლაში საგნის ვაკანტური საათების არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე.  შიდა კონკურსით ვაკანსიის ვერ შევსების შემთხვევაში, კი სკოლა უფლებამოსილია გამოაცხადოს ღია კონკურსი. კანონმდებლობის თანახმად, სკოლა ვალდებულია, შეიმუშავოს შერჩევის ან/და შეფასების გამჭვირვალე და სანდო კრიტერიუმები, რაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

– რის საფუძველზე გადაწყდა სკოლაში არსებული ვაკანტური ადგილების სკოლის შიგნითვე გადანაწილება, რატომ არის პრიორიტეტი შიდა განაწილება?

– მასწავლებლების ნაწილს არ აქვს სრული დატვირთვა, რაც მათ არ აძლევს საშუალებას სრულად მიიღონ ანაზღაურება. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის შემოღებული საათების არსებობის შემთხვევაში შიდა კონკურსის გამოცხადება.

არამოქმედი პედაგოგების პროფესიაში შესვლისა და სქემაში ჩართვის ვადებთან დაკავშირებით განმარტება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. Aris.ge-განათლების კითხვაზე – როდის ჩაერთვებიან სქემაში არამოქმედი პედაგოგები მინისტრმა განმარტა: 

„შემდეგ ეტაპზე, ამაში იგულისხმება ის, რომ წელიწადში ორჯერ გვაქვს ტესტური გამოცდის ჩატარება გათვალისწინებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომ ისინი წავიდნენ უფრო წინ. წელს, ზაფხულში, იქნება მხოლოდ არსებული პედაგოგებისთვის და შემდეგი ეტაპი, უკვე ზამთარში იქნება ყველასთვის და გაგრძელდება უკვე წელიწადში ორჯერ”.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური