როდის გადაეცემათ კუთვნილი მედლები 2023 და 2024 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს? – განკარგულება
გამოიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განკარგულება 2024 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის წარჩინებით კურსდამთავრებული მოსწავლეების დასაჯილდოებლად საჭირო მედლებისა და მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო შესყიდვის კონსულიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე. განკარგულებით განისაზღვრა სატენდერო წინადადების საფასურიც კონკრეტული დათქმებით.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 27 მაისს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, ჯერ ტენდერი გასული – 2023 წელს სკოლადამთავრებულთათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დამზადების მიზნით გამოცხადდება და შარშანდელი წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ მედლებს, დიდი ალბათობით, 2024 წლის ბოლომდე მიიღებენ.
რაც შეეხება წლევანდელ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, მათთვის ოქროსა და ცერცხლის მედლების გადაცემის ვადა ამ დროისთვის უცნობია, ვინაიდან, როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, “ვიდრე 2024 წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთა სიები სრულყოფილი არ იქნება, იქამდე მათი მედლების დასამზადებლად ტენდერი ვერ გამოცხადდება”.
ასევე იხილეთ:
„სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული ძვრები გვჭირდება“ – პრემიერი ცვლილებებს აანონსებს
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება